ჩემი რჩეული მსოფლიო - თეოდორ დრაიზერი - 4ტ. - "და კერი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ცნობილი ამერიკელი მწერლის თეოდორ დრაიზერის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანი.
 

ამ ნაწარმოებით დრაიზერმა მეოცე საუკუნის ამერიკელი მწერლების რეალისტური, თუმცა, დაცემის პირას მყოფი ტრადიცია განაგრძო. რომანს კრიტიკოსთა და საზოგადოების მხრიდან სასტიკი შეფასება მოჰყვა, ნაწარმოებს უზნეოც კი უწოდეს. დრაიზერმა მთავარი მოქმედი პერსონაჟი გოგონა საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმებს დაუპირისპირა.

აქვე უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას თითქოს მორგებული მსახიობი ქალი, რომელსაც წარმატებაც მალევე ეწვია, საბოლოოდ მაინც ვერ ეთვისება არსებულ წესებს და შინაგანად მაინც დამოუკიდებელ და ცოტა გაურკვეველ პრინციპებს იზიარებს. ქალს, ერთი შეხედვით, ყველაფერი აქვს რაზეც ოცნებობდა, მაგრამ ბედნიერი მაინც არ არის. სწორედ ასეთი პათოსით დაწერილი წიგნი ვერ მიიღო იმდროის ამერიკულმა საზოგადოებამ და მწერალს ბევრი პრობლემა შეხვდა სამართლის მხრივაც კი.

"კერი" დრაიზერმა 1900 წელს გამოსცა. ნაწარმოები ახალგაზრდა სოფლელ გოგონას ეხება, რომელიც დიდ ქალაქში ბედის საძებნელად ჩადის. პირველად კერი უფროს დასთან დაბინავდება, სადაც მისი "ამერიკული ოცნების" გაცნობიერებას ახდენს, შემდგომ გოგონა ბინას იცვლის და დიდებისკენ მიმავალ გზაზე პირველ ნაბიჯებსაც დგამს.

კერი რომანის ბოლოს ცნობილი მსახიობი ხდება, თუმცა, მისი შინაგანი სამყარო ვერ ეგუება არსებულ რეალობას და ფუფუნებაში მყოფი ახალგაზრდა ქალი მარტოობას ირჩევს ცხოვრების თანამგზავრად.

 

ჩემი რჩეული მსოფლიო - თეოდორ დრაიზერი - 4ტ.  - "და კერი" - 50% - იანი ფასდაკლებით!

10 ლარის ნაცვლად იხდით 5 ლარს!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ავტორი თეოდორ დრაიზერი
ენა ქართული
ყდა მაგარი
ISBN 9789941245459
შეკვეთა

ღირებულება

5 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

5.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 2
shipped
ნანახია 188-ჯერ