ღასან ქანაფანი - "კაცები მზეში" - წიგნები სერიიდან "აღმოსავლური ბიბლიოთეკა" - გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

 

რომან "კაცები მზეში" ნარატივს ავტორი რამდენიმე დამოუკიდებელი ხაზის ერთი მოგზაურობით გაერთიანებით აგებს - დამოუკიდებელი თხრობის ხაზები სამი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, დაახლოებით ერთნაირი, საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენელ მამაკაცს ახვედრებს ქ. ბასრაში, კონტრაბანდისტის ძიებაში, რომელმაც ისინი გარკვეული გასამრჯელოს ფასად ქუვეითში უნდა გადაიყვანოს. ეს არის სამი პალესტინელის საბედისწერო მცდელობა - გაარღვიონ თავიანთი უბედური ცხოვრების შეკრული წრე...

 

ცნობილი პალესტინელი ლიტერატორი, მწერალი, პალესტინური პროზის ლიდერი, პოლიტიკოსი, პალესტინის გათავისუფლების მოძრაობის აქტივისტი, ღასან ქანაფანი ქართველი მკითხველისთვის უკვე ცნობილია ქართული თარგმანით მისი მცირე რომანისა "ჰაიფაში დაბრუნება". ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე (1936-1972) გამოცემული ქანაფანის ოთხივე რომანი პალესტინის პრობლემას ეხება და დიდი ადამიანური ტკივილით აშუქებს მას (ღასან ქანაფანი 36 წლისა მოკლეს და ამ მკვლელობის კვალი ისრაელის სპეცსამსახურებთან მიდის). 
მშობლიურ მიწას ვინც თავად ტოვებს რაღაც ისეთი მიზეზითა და მოტივით, რაც მიუღებელი თუ აუტანელი გამხდარა მისთვის (რეპრესია, უსაფრთხოება, სიღარიბე, გასაქანის უქონლობა...) და ხვდება იქ, სადაც მიგრანტად და უმცირესობად იქცევა, უცხოობას განიცდის. ნოსტალგია მშობლიურზე ადამიანის სულის მუდმივი მახასიათებელი თვისებაა. ადამიანის გრძნობები იმ მიწა-წყლის მიმართ, რომლის დატოვებაც მას უწევს, არასდროს არის იოლად გადასატანი. მონატრებას თან ბრალეულობის ერთგვარი შეგრძნება ახლავს ხოლმე, სამშობლოს ღალატის განცდა. უცხოობისა და მარტოსულობის განცდა ორმაგად ძლიერია, როცა ეს გადაადგილება და გამგზავრება იძულებითია, საკუთარი ნების საწინააღმდეგო. მშობლიური მიწა-წყლიდან ძალით აყრილი და გამოდევნილი ადამიანები თავს გაძარცვულად და მსხვერპლად გრძნობენ და ამის გამო იტანჯებიან. ეს ჩაკეტილობა, სულიერი თვითნგრევის პროცესი, აწმყოსა და მომავლის შიში კი ბევრად უფრო გამანადგურებელია აგრესიის მსხვერპლისთვის, ვიდრე თავად აგრესია.
მცირე რომანი "კაცები მზეში" პალესტინელი ლტოლვილების გაუსაძლის ყოფას აღწერს უსამშობლობაში, მათ განწირულ მცდელობას, დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი მზისქვეშეთში. ისინი, მეზობელ ქვეყნებს თავშეფარებულნი, ცხოვრობენ იქ "დროებით, სანამ ყველაფერი გაირკვევა". "დროებით" გაიფანტნენ მსოფლიოს გარშემო, ყველაფერს აკეთებენ "დროებით", ამასობაში კი ცხოვრება გადის... მათი მკვდრები სხვათა სასაფლაოებზე განისვენებენ, ცოცხლები კი უცხოთა საზღვრებს ებღაუჭებიან . 
პალესტინური წარმოშობის, წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში აღიარებული მკვლევრისა და ინტელექტუალის, პალესტინური ნაციონალური მოძრაობის მამად წოდებული ედვარდ საიდის დეფინიციით ნაციონალური თვითშეგნება ესაა განაცხადი, ეკუთვნოდე რომელიმე ხალხს და რომელიმე კულტურას, გქონდეს უფლება, სადღაც "თავისიანად" იგრძნო თავი. ქანაფანის რომანის გმირები კი არსად "თავისიანად" არ გრძნობენ თავს. ისინი არიან დროსა და სივრცეში დაკარგული ხალხი.
ქანაფანის რომანის "კაცები მზეში" ტრაგიკული დასასრულისთვის მკითხველი თითქოს რომანის კითხვის დაწყებიდანვე ემზადება და სტრიქონ-სტრიქონ უძლიერდება რაღაც საშინელის, გამოუსწორებლის მოლოდინი და წინათგრძნობა. ის მზადაა, მეტიც, შეგუებულია ტრაგიკულ ფინალს. ეს განწყობა კიდევ უფრო აძლიერებს ნაწარმოების ტრაგიკულ ფონს და უიმედო მომავლის მტკივნეულ შეგრძნებას.

 

 

ღასან ქანაფანი - "კაცები მზეში" - წიგნები სერიიდან "აღმოსავლური ბიბლიოთეკა" - გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში" - 42% - იანი ფასდაკლებით

11.90 ლარის ნაცვლად იხდით 6.9 ლარს!

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941467530
შეკვეთა

ღირებულება

6.9 ლარი

11.90 ლ

დანაზოგი

5.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 4
shipped
ნანახია 107-ჯერ