ხუან რულფო - "პედრო პარამო" - წიგნი სერიიდან "უკვდავი ბიბლიოთეკა"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ხუან რულფოს „პედრო პარამო“ მექსიკური ლიტერატურის მონუმენტური ნაშრომია, რომელმაც მაგიური რეალიზმის ჟანრის ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. პირველ და მესამე პირში მოთხრობილი ამბავი, კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსთა აღმატებული შეფასებებიც დაიმსახურა.

 

ხუან რულფო ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. "პედრო პარამო" მწერლის ერთადერთი რომანია, რომელიც მრავალფეროვნების გამო არაერთგვაროვნად აღიქვეს კრიტიკოსებმა. წიგნის სოციოლოგიური, სიმბოლისტური თუ პოლიტიკური ანალიზის მიუხედავად, ვერც ერთმა მკვლევარმა ბოლომდე ვერ ახსნა "პედრო პარამო". ეს არის ფანტასტიკური ტექსტი, რომლის ფინალის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია.

ხუან რულფომ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ლათინური ამერიკის ლიტერატურის მიმართულებები მე-20 საუკუნეში. დაწერა მხოლოდ ერთი რომანი - ,,პედრო პარამო" და მოთხრობების ერთი კრებული. ცხოვრების ბოლო წლები გაატარა მთებში და ამბობდნენ, რომ ახალ რომანს წერდა, თუმცა აღარაფერი დაუწერია. უდიდესი გავლენა აქვს მოხდენილი მარკესზე და მის ,,მარტოობის ას წელზე''. მარკესმა მასზე თქვა, მე რომ დამეწერა ისეთი რომანი, როგორიც ..პედრო პარამოა'', მეც მეტს აღარაფერს დავწერდიო. ეს უკანასკნელი"პედრო პარამოს" ესპანურ ენაზე დაწერილ წიგნებს შორის ყველაზე საუცხოო რომანად მიიჩნევდა.

 

ხუან რულფო - "პედრო პარამო" - წიგნი სერიიდან "უკვდავი ბიბლიოთეკა" 38% - იანი ფასდაკლებით

14 ლარის ნაცვლად იხდით 8.62 ლარს!

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941467363
შეკვეთა

ღირებულება

8.62 ლარი

14.00 ლ

დანაზოგი

5.38 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 8
shipped
ნანახია 124-ჯერ