ნობელის პრემიის ლაურეატის კაზუო იშიგუროს - "დაფლული გოლიათი” - წიგნი სერიიდან ”წლის ბესტსელერი” გამომცემლობისგან ”პალიტრა L"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

მოხუცი ცოლ-ქმარი, უწარსულო სოფელი. ადამიანები, რომელთაც არაფერი ახსოვთ.ბუნდოვანება, როგორც ნისლი მეხსიერებისა. იქნებ მთელი კაცობრიობის ტკივილი და სურვილი, ფარული და მუდმივი - გაექცეს რეალობას და თავი შეაფაროს ილუზიას. ყველაზე ღრმა და შეურყეველი. აბსოლუტური ჭეშმარიტება ირღვევა. ყირავდება. და მერე ქრება. და იქნებ სულაც ეს არის ადამიანის სულიერი ძიების, საკუთარ თავთან ჭიდილის ახსნა და გამოსავალი? იქნებ ეს არის ჭეშმარიტება? ის სამყაროა ნამდვილი თუ ეს - განყენებულიცა და გაუცხოებულიც. მაშ ასე! წიგნის იქით და აქეთ - მკითხველი და იშიგუროს სამყარო. რომელია მითი და რომელი რეალობა. ვისი გადმოძახილია? ვინ გვეძახის. და საით გვიხმობს. და. ვინ ყვება ამბავს? ვინ არის მთავარი

 

 

ლიტერატურის ბრიტანელი კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მე-20 საუკუნის „ყველაზე ინგლისური რომანი“ იაპონელმა დაწერა და ეს მწერალი კაზუო იშიგუროა! კაზუო იშიგურომ წერა 1981 წლიდან დაიწყო და აქედან მოყოლებული მისი შემოქმედება მუდამ ყურადღების ცენტრშია. 33-წლიანი ლიტერატურული კარიერის განმავლობაში დაგროვილი მონაგარია არაერთი პრესტიჟული პრემია თუ პრიზი; მისი რომანები თარგმნილია 30 ენაზე; განხორციელდა რამდენიმე ნაწარმოების ეკრანიზაცია. 

  • „კაზუო იშიგურო საუკეთესო რომანისტია, შესაძლოა საუკეთესოც ჩვენს თაობაში... მისი რომანები რჩება შენთან, წაკითხვიდან დიდი ხნის შემდეგაც კი“... – The Globe and Mail.
  • „დაფლული გოლიათი“ სწორედ ის ნაწარმოებია, რომელსაც შეუძლია მკითხველი წაკითხვის შემდეგაც არ „გაუშვას“ – მასზე ფიქრი უარს აცხადებს შენგან წასვლაზე, გაიძულებს, დაუბრუნდე ისევ და ისევ... იშიგურო არ ერიდება მნიშვნელოვან თემასთან შეჭიდებას და ამით მკითხველის მონუსხვას – ამის მისაღწევად კი ისეთი „ინსტრუმენტების“ გამოყენებას, როგორიც მითები, ისტორიები და ფანტასტიკაა“. – The New York Times Book Review.
  • „ეს სევდიანი, ელეგიური ისტორიაა... ოცნებისეული მოგზაურობა... მარტივად საკითხავი, ძნელად დასავიწყებელი“... – ლიდია მილეთი, მწერალი.
  • „ეს არის ყველაზე ამბიციური, სარისკო და უცნაური ამბავი, რაც იშიგურომ თავისი 33-წლიანი კარიერის განმავლობაში გამოაქვეყნა“. – The New York Times.

 

 

 

კაზუო იშიგურო - "დაფლული გოლიათი” - წიგნი სერიიდან ”წლის ბესტსელერი” გამომცემლობისგან ”პალიტრა L" 46% - იანი ფასდაკლებით

13 ლარის ნაცვლად იხდით 6.95 ლარს!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941240737
შეკვეთა

ღირებულება

6.95 ლარი

13.00 ლ

დანაზოგი

6.05 ლ

გაყიდულია 5
shipped
ნანახია 271-ჯერ