აქციით შეძენილი პროდუქციის გაცემა მოხდება, მხოლოდ თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში: 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 11:00 სთ - დან 19:00 სთ - მდე !
მისამართი - წერეთლის 118, საგამოფენო დარბაზი ”ექსპო ჯორჯია”, მე - 11 პავილიონი.
დიდი სახლის პატარა დიასახლისი
ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს – ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია – ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა... რომანის სიუჟეტი ეყრდნობა „სასიყვარულო სამკუთხედს“ – პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს.
მარტინ იდენი
მარტინ იდენი თავისი საუკუნის მსხვერპლია, ისევე როგორც ჯეკ ლონდონი. გროშებისთვის წერს გასართობ მოთხრობებს, პამფლეტებს, პოემებსაც კი. იძულებულია, დაახურდაოს და დააწვრილმანოს თავისი ნიჭი. მარტინ იდენს ჯეკ ლონდონივით აწუხებს რეალობა - როცა ინტელექტუალური, უშუალო, გულწრფელი შემოქმედი ბოროტი და ანგარებიანი მაღალი საზოგადოების პირისპირ მარტო რჩება, როცა სიყვარულიც ვერ ერევა ამ საზოგადოების ანგარებას.
პალიტრა კლასიკა! ჯეკ ლონდონი - "დიდი სახლის პატარა დიასახლისი" და "მარტინ იდენი" - გამომცემლობისგან "პალიტრა L" - 50% - იანი ფასდაკლებით!
18 ლარის ნაცვლად იხდით 9 ლარს!
ყურადღება
1. აქციაზე არ მოქმედებს საკურიერო მომსახურების სერვისი.
2. ვაუჩერში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება
3. "თბილისის წიგნის დღეებზე" დასასწრები საშვის ღირებულებაა 2 ლარი. საშვის შეძენა შეგეძლებათ პავილიონის შესასვლელთან.
4. მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის დასწრება უფასოა. საშვის მისაღებად საჭიროა ადგილზე წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ღირებულება
9 ლარი
18.00 ლ
დანაზოგი
9.00 ლ