❗️ახალი წიგნი "უკვდავ ბიბლიოთეკაში"!
📚ალესანდრო ბარიკო იტალიელი მწერალია, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნება და მკითხველთა დიდი სიყვარულითა და აღიარებით სარგებლობს. "უკვდავი ბიბლიოთეკის" ეს წიგნი ბარიკოს ორ ნაწარმოებს აერთიანებს: "მეოცესა" და "აბრეშუმს". ორივე მათგანზე ცნობილი ფილმები გადაიღეს ჯუზეპე ტორნატორემ ("ლეგენდა 1900", იგივე "მეოცე") და ფრანსუა ჟირარმა ("აბრეშუმი")
🎹”ყველა ამბავს თავისი მუსიკა აქვს" - წერს ალესანდრო ბარიკო "აბრეშუმის" წინასიტყვაობაში და მართლაც, მისი ნაწარმოებები სიტყვებად გადმოცემული მუსიკაა, სადაც თითოეული ბგერა უნიკალურად ჟღერს. მისი მუსიკა ზოგჯერ სევდიანია, ზოგჯერ - ცრემლებამდე სიცილის მომგვრელი, ზოგჯერ რომანტიკული სიმღერაა, "თეთრი მუსიკა", როგორც თავად დაწერა "აბრეშუმზე", ზოგჯერ კი, მაგალითად, "მეოცეში", რეგთაიმია, რომელზეც "ღმერთი ცეკვავს, როცა არავინ ხედავს."
🔵მთარგმნელები: "მეოცე" - ხათუნა ცხადაძე
“აბრეშუმი" - დალი იაშვილი
🔵ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
🔵ტექნიკური დიზაინი: მალხაზ ფაღავა
ალესანდრო ბარიკო - "მეოცე" და "აბრეშუმი" - სერიიდან "უკვდავი ბიბლიოთეკა" - 40% - იანი ფასდაკლებით!
16 ლარის ნაცვლად იხდით 9.55 ლარს!
ღირებულება
9.55 ლარი
16.00 ლ
დანაზოგი
6.45 ლ