ალ-ჰაქიმი - "ჩიტი აღმოსავლეთიდან" - "წიგნები ბათუმშის" სერიიდან "აღმოსავლური ბიბლიოთეკა"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

გამორჩეულ სერიას, “აღმოსავლურ ბიბლიოთეკას” კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი შეემატა! იგი ორ ნაწარმოებს აერთიანებს: თავფიკ ალ-ჰაქიმის "ჩიტი აღმოსავლეთიდან" და იაჰია ჰაკკის "უმ ჰაშიმის კანდელს".

🐬ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმი მეოცე საუკუნის არაბი მოდერნისტების თაობის ცნობილი პროზაიკოსი და დრამატურგია, საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი სამწერლობო გზით.

📚მცირე რომანი, "ჩიტი აღმოსავლეთიდან", აღმოსავლურ-დასავლური ურთიერთობების თემაზე შექმნილი მეოცე საუკუნის ეგვიპტური რომანის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეს ტიპური პოსტკოლონიური სცენარით დაწერილი ნაწარმოებია და, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, იგიმიიჩნევა არაბულ ენაზე დაწერილ ერთ-ერთ პირველ მხატვრულ ნაწარმოებად, რომელიც ევროპაში განათლებამიღებული არაბი ახალგაზრდობის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ეხება. რომანი ზნეობრივი პათოსის მატარებელია და მასში მწვავედ დგას საკუთარი თავისა და ადგილის პოვნის პრობლემა.

🐬იაჰია ჰაკკი მეოცე საუკუნის ცნობილი ეგვიპტელი მწერალია, ნოველის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ეგვიპტურ ლიტერატურაში.

📚მცირე რომანი "უმ ჰაშიმის კანდელი" არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრადიციულად დაძაბული დამოკიდებულებების ლიტერატურულ პრიზმაში გამოტარებაა, არამედ გამორჩეულია წერის ტექნიკითაც, რომლითაც მწერალი ხორცს ასხამს თავის ხდვას.

"ის, რაც მე ამ წიგნში მაინტერესებს," - წერს ავტორი, - "მხატვრული სახეებია, აღმოსავლეთ-დასავლეთს რომ უპირისპირებს ერთმანეთს, მატერიალისტურსა და სულიერს, ადამიანთა ლეთარგიულ მდგომარეობასა და მოძრაობის დაუოკებელ სურვილს."

🔵არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ
🔵რედაქტორი: გიორგი ლობჟანიძე
🔵ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
🔵ტექნიკური დიზაინი: მალხაზ ფაღავა

 

ალ-ჰაქიმი - "ჩიტი აღმოსავლეთიდან" - "წიგნები ბათუმშის" სერიიდან "აღმოსავლური ბიბლიოთეკა" - 40% - იანი ფასდაკლებით!

15 ლარის ნაცვლად იხდით 8..95 ლარს!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941474590
შეკვეთა

ღირებულება

8.95 ლარი

15.00 ლ

დანაზოგი

6.05 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 7
shipped
ნანახია 374-ჯერ