სერიის პირველ წიგნად კორმაკ მაკარტის ”გზა” შეირჩა. იგი 2007 წლის პულიცერის პრემიის მფლობელია. კორმაკ მაკარტი ყოველგვარი წინა პირობისა და წინასწარ შემზადების გარეშე, პოსტაპოკალიფსულ სამყაროში მიგვიძღვება და მერე შეუბრალებლად შუა გზაზე გვტოვებს. კორმაკ მაკარტი - სამყაროს აღსასრულის მემატიანე. შემზარავი რეალობა: უიმედობისა და გამოუვალობის განცდა, კატასტროფის მოლოდინი, მუდმივი შიში და სიცივე. სიჩუმე. გვამები და კიდევ გვამები. მძაფრი განცდა - განცდით დაცლილ სამყაროში. ადევნებული სიკვდილის სიახლოვე.
გამოსავალი - შიშით მაგრამ დახუჭული თვალები.
ეს არის გზა, მაგრამ არა უკან დასახევი! ამიტომ იძულებულები ვართ, ამ გზაზე დამდგარ მამა-შვილს კვალში ჩავუდგეთ, ავედევნოთ. ჩვენ აუცილებლად გავყვებით მაკარტის გზის ბოლომდე, რადგან მთავარი იქ გველოდება: სასოწარკეთისა და უიმედობისაგან თავის დაღწევის შანსი.
ან აღსასრული.
როგორია სამყაროს აღსასრული?
ამ წიგნისთვის მწერალს 2007 წელს პულიტცერის პრემია მიანიჭეს, რომანი წლის ბესტსელერად აღიარეს,
2010 წელს TIMES-მა "გზა” ბოლო ათწლეულის 100 საუკეთესო რომანის სათავეში დაასახელა, 2009 წელს კი მისი ეკრანიზაცია განხორციელდა, რომელშიც მთავარი როლები ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ითამაშეს - ვიგო მორტენსენმა და ჯო პინჰოლმა.
კორმაკ მაკარტი - ”გზა” - სერიიდან ”წლის ბესტსელერი” 40% - იანი ფასდაკლებით
10.99 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 6.59 ლარს!
ღირებულება
6.59 ლარი
10.99 ლ
დანაზოგი
4.40 ლ