ვაჟა-ფშაველა - "სტუმარ-მასპინძელი - 3D" - განსაკუთრებული წიგნი გამომცემლობისგან "პალიტრა L"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

წიგნის იდეის ავტორის, კოტე იანტბელიძის თქმით, "პალიტრა L"-ის გუნდის მიერ წიგნი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა:

"ეს გახლავთ სამ განზომილებიანი წიგნი "ვაჟა-ფშაველა". წიგნში არის ტექსტი, რომელიც სპეციალურად დაიწერა, ასევე არის ილუსტრაციები, მოძრავი ჩანართები, საარქივო მასალები, ეს ყველაფერი შექმნილია ძალიან დიდი რუდუნებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი ადამიანს აყვარებს კითხვას და ამასთან ერთად, ის იგებს უფრო მეტს ვაჟაზე.

ეს წიგნი ჩვენი უნიკალური 3 განზომილებიანი სერიის ფარგლებში გამოიცა, სადაც ასევე შესულია ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი", "თამარ მეფე", "დიდოსტატის მარჯვენა" და ა.შ."

 

მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი:

"ჩვენს მკითხველს წარვუდგინეთ ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი", რომელიც მოთხრობილია პროზად. მადლობლები ვართ კულტურის სამინისტროსი, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, ვაჟას შემოქმედება ასეთი არასტანდარტული ფორმით გადმოგვეცა. წიგნი არის ძალიან საინტერესო თავისი გადაწყვეტით, ფორმით, შინაარსობრივადაც იმიტომ, რომ პირველად გადმოვეცით ვაჟას სტუმარ-მასპინძელი პროზად. წიგნი სავსეა მოძრავი ჩანართებით, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ტიპის საარქივო მასალას".

 

"ვაჟა-ფშაველა 3D" - განსაკუთრებული წიგნი გამომცემლობისგან "პალიტრა L" - 50% - იანი ფასდაკლებით

29 ლარის ნაცვლად იხდით 14.50 ლარს!

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 25.5 სმ
სიმაღლე 32 სმ
გვერდების რაოდენობა 14
ყდა მაგარი
ISBN 9789941243745
შეკვეთა

ღირებულება

14.5 ლარი

29.00 ლ

დანაზოგი

14.50 ლ

გაყიდულია 9
shipped
ნანახია 965-ჯერ