პოლ ოსტერის რომანი - "4321" - “უკვდავ ბიბლიოთეკის" სერიაში!

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

⭕️ „4321“ პოლ ოსტერის უკანასკნელი, ყველაზე დიდტანიანი რომანია, რომელზე მუშაობასაც მწერალმა სამი წელი, კვირის ყოველი დღე მოანდომა. მრავალი ავტორიტეტული გამოცემის აზრით, ეს პოლ ოსტერის საუკეთესო ნაწარმოებია, მთელი მისი შემოქმედების შეჯამება, ყველაფრის თავმოყრა, რაც მწერალმა მანამდე შექმნა.

რთული სათქმელია, მაინც რაზეა ეს ალუზიებით, რემინისცენციებით, მეტაფორებით, ალეგორიებით, ისტორიული ფაქტებითა და ფსევდოისტორიით, სინამდვილითა და გამონაგონით, ავტობიოგრაფიული ელემენტებით, მღელვარე სამოციანი წლებითა და ნიუ-იორკით სავსე წიგნი. „4321“ საშუალო კლასის ებრაელი ბიჭის, ფერგიუსონის ცხოვრების ამბავს მოგვითხრობს, უფრო სწორად - ოთხ შესაძლო ამბავს, ოთხ გზას, პერსონაჟის ოთხგვარ განვითარებას განსხვავებულ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ კონტექსტში. მკითხველის თვალწინ ფაზლის ნაჭრებივით ლაგდება, ერთი მხრივ, ამერიკული ყოველდღიური ყოფა, ებრაული ოჯახების ცხოვრება, კავშირები, წარმატებისკენ სწრაფვა; შემოქმედი, წერის სურვილით ატანილი ახალგაზრდა ფერგიუსონების სიყვარული, შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები და, მეორე მხრივ, ამერიკის ისტორიის მღელვარე წლები მარტინ ლუთერ კინგითა და მალკოლმ იქსით, ვიეტნამის ომით, კენედის მკვლელობით, პროტესტის უმძლავრესი ტალღებით, კითხვის ნიშნით - არსებობს თუ არა ამერიკული დემოკრატია; და, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკით, რომელსაც ძალიან ჰგავს ეს დიდი და ხმაურიანი წიგნი - ამ რომანის კითხვისას მთავარი სირთულე მისი გავლენისგან თავის დაღწევაა.

⭕️ მთარგმნელი : ელისო ფანცხავა
⭕️ რედაქტორები : მარიამ კორინთელი, თეონა ბექიშვილი
⭕️ ყდის დიზაინი : ნატალია ავალიანი
⭕️ ტექნიკური დიზაინი : მალხაზ ფაღავა

 

პოლ ოსტერის რომანი - "4321" - “უკვდავ ბიბლიოთეკის" სერიაში - 40% - იანი ფასდაკლებით!
40 ლარის ნაცვლად იხდით 23.90 ლარს!

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
გვერდების რაოდენობა 1000
ყდა მაგარი
ISBN 9789941472121
შეკვეთა

ღირებულება

23.9 ლარი

40.00 ლ

დანაზოგი

16.10 ლ

გაყიდულია 23
shipped
ნანახია 1087-ჯერ