ნორა იკსტენა - "დედის რძე" - სერიიდან "საკუთარი ოთახი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

🔵 "დედის რძე" ახალი სერიის, "საკუთარი ოთახის" პირველი წიგნია. სერია „საკუთარი ოთახი“ ქალ ავტორებს გააერთიანებს. ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს თავიანთი საქმითა თუ სიტყვით ხელი შეუწყვეს თანასწორობის საკითხების წინ წამოწევას, ქალებისთვის უფლებების მოპოვებას, მათ გააქტიურებას. ქალების, რომლებიც არაერთი სხვა ქალისთვის გახდნენ შთაგონების წყარო, მათი წიგნები კი იქცა ახალი ტალღების, ახალი მოძრაობების სათავედ. ეს ნაწარმოებები - მნიშვნელოვანი, აქტუალური ნაწარმოებები - შეგვახსენებენ, რომ მსოფლიოში თანასწორობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელია, რომ არსებობს უამრავი ქალი, რომელთა ხმა უბრალოდ არ ისმის, რადგან ისინი გამომწყვდეულები არიან ტრადიციების, ადათების, ძალადობის, სიღარიბის, აუნაზღაურებელი და უჩინარი საშინაო შრომის, დისკრიმინაციული კანონების მარწუხებში. გვჯერა, რომ წიგნებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია და ეს სერია, პირდაპირ თუ ვერ შეცვლის, შთაგონებით მაინც ბევრი ქალის ცხოვრებას უბიძგებს უკეთესობისკენ.

სერიას სახელი ვირჯინია ვულფის საკულტო ფემინისტური ესეის, „საკუთარი ოთახის“ მიხედვით ეწოდა.

🔵 თანამედროვე ლატვიელი მწერლის, ნორა იკსტენას „დედის რძე“ სულის შემძვრელი რომანია. სევდიანი და ამაღელვებელი, ლამაზი და მტკივნეული წიგნი შეულამაზებლად აღწერს, როგორია ცხოვრება საბჭოთა კავშირში, ან ნებისმიერი რეჟიმის პირობებში, რომელიც მარწუხებივით იმწყვდევს არა მხოლოდ ქვეყნების თავისუფლებას, არამედ ადამიანურ ურთიერთობებს.

„დედის რძე“ ორი ქალის ამბავია, ორი განსხვავებული ხედვა, ორი სიცოცხლე. რომანს ორი მთხრობელი ჰყავს: დედა და შვილი. მათი ამბები თითქოს პარალელური წრფეებივით მიედინება ერთმანეთის გვერდით და არასდროს იკვეთება, რადგან ორივე სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს. დედა ვერ სუნთქავს გალიაში, რომელსაც საბჭოთა ყოფა ჰქვია. რეჟიმმა დედას ოცნებები დაუმსხვრია. შვილს კი ყველაფერი წინ აქვს, იმედითაა სავსე და უნდა, დედაშვილური სიყვარული იგრძნოს, მშობლის სითბო მიიღოს, როგორც სხვა ოჯახებში ხდება. მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან დედამისის რძე უიმედობით, აპათიით, ტყვეობით, მომაკვდინებელი სევდითა და მარტოობით არის მოწამლული.

🔵 მთარგმნელი: მზია კობერიძე
🔵 რედაქტორი: ია ვეკუა
🔵 ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
🔵 ტექნიკური დიზაინი: მალხაზ ფაღავა

📘 წიგნი გამოიცა ლატვიის საელჩოს მხარდაჭერით.

 

ნორა იკსტენა - "დედის რძე" - სერიიდან "საკუთარი ოთახი" - 41% - იანი ფასდაკლებით!
13 ლარის ნაცვლად იხდით 7.70 ლარს!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
ყდა რბილი
ISBN 9789941474545
შეკვეთა

ღირებულება

7.7 ლარი

13.00 ლ

დანაზოგი

5.30 ლ

გაყიდულია 30
shipped
ნანახია 908-ჯერ