სუზან ზონტაგი - "ვულკანის მეტრფე" - სერიიდან "საკუთარი ოთახი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

📚სუზან ზონტაგი (1933-2004) თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი, უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული მოაზროვნეა - ამერიკელი ფემინისტი, აქტივისტი, რომანისტი, ესეისტი, პედაგოგი, ინტელექტუალი, ფილოსოფოსი და რეჟისორი. ზონტაგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი დოკუმენტური პროზით, მაგრამ მის რომანებს უმაღლესი შეფასებები მოჰყვა ლიტერატურის კრიტიკოსთა მხრიდან.

📚 “ვულკანის მეტრფე“ ზონტაგის პირველი მხატვრული ნაწარმოებია ქართულ ენაზე. მძაფრი, შთამბეჭდავი ისტორიული რომანი არა მხოლოდ შინაარსით ახდენს მკითხველზე უდიდეს შთაბეჭდილებას, არამედ გამორჩეული სტილითაც - ნაწარმოები რიტმული პროზითაა დაწერილი, ზოგან „ცნობიერების ნაკადის“ ტექნიკის გამოყენებით, დამახასიათებელი პუნქტუაციითა და მდიდარი ენით.

📚 “ვულკანის მეტრფე“ სერ უილიამ ჰამილტონის, ემა ჰამილტონისა და ჰორაციო ნელსონის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ მოგვითხრობს და ისტორიული ფაქტების ზონტაგისეული ინტერპრეტაციაა - სრულიად განსხვავებული კუთხიდან დანახული ვნების, ღალატის, მეგობრობისა და ძალაუფლების წყურვილის ამბავი. ნაწარმოები, ძირითადად, ემა ჰამილტონის გარშემო ტრიალებს - საბედისწერო ქალისა, რომელმაც ბრიტანეთის იმპერიის ისტორიის დინებას ცოტა ხნით მიმართულება შეუცვალა. სისხლიანი ლეგენდების საბურველში გახვეული ემა, შესაძლოა, გარემოებათა მსხვერპლი ყოფილიყო, რადგან მეთვრამეტე საუკუნე მამაკაცების, გმირებისა და მათი ომების საუკუნე იყო, შესაბამისად, ქალზე ხელის შეწმენდა ყველასთვის ადვილი აღმოჩნდა.

📌 წიგნი გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.

⭕️ მთარგმნელი: ნინო ბარძიმიშვილი
⭕️ რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი, მარი კორინთელი
⭕️ ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
⭕️ ტექნიკური დიზაინი: მალხაზ ფაღავა

 

სუზან ზონტაგი - "ვულკანის მეტრფე" - სერიიდან "საკუთარი ოთახი" - 40% - იანი ფასდაკლებით!
20 ლარის ნაცვლად იხდით 11.90 ლარს!

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
ყდა რბილი
ISBN 9789941474675
შეკვეთა

ღირებულება

11.9 ლარი

20.00 ლ

დანაზოგი

8.10 ლ

true
რაოდენობა
გაყიდულია 13
shipped
ნანახია 537-ჯერ