ჯონ გოლზუორთი (ინგლ. John Galsworthy; დ. 14 აგვისტო, 1867, ლონდონი ― გ. 31 იანვარი, 1933, იქვე) — ინგლისელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1932).
ჯონ გოლზუორთი იმ რჩეულ, მცირერიცხვოვან მწერალთა ჯგუფს ეკუთვნის, რომლის კალამმა მომავალ თაობებს და ისტორიის ანალებს სამუდამოდ შემოუნახა გარდასულ დროში მცხოვრებ ადამიანთა ფერუცვლელი, ამაღლებული სიყვარულის განცდის წადილი, მისკენ ლტოლვა. მწერალმა დაურიდებლად აღწერა აგრეთვე ადამიანთა სულმდაბალი, ანგარებიანი, ეგოისტური მიდრეკილებანი. გოლზუორთიმ უკვდავი ფუნჯით დაგვისურათხატა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის გარიჟრაჟზე ბრიტანეთის კუნძულების საშუალო კლასის და მისი ზედაფენის წარმონადგენელთა პიროვნული ცხოვრების ამბები და საზოგადოებრივი ურთიერთობანი. და როგორც პირადად თვითონ უყვარდა თქმა: ქაღალდზე შემოუნახა ისტორიას ადამიანები, მათი ურთიერთობანი და განცდები ისე, როგორც ჰერმეტულად დახურულ ქილებში პამიდორს ინახავენ საკუთარ წვენში... ჩვენი ეპოქით დაინტერესებულ მითხველს შეუძლია მათი იქიდან ამოღება, ხილვა, ფერის, გემოსა და სურნელის შეგრძნება”.
ჩემი რჩეული მსოფლიო - ჯონ გოლზუორთი - 4ტ - "ფორსაიტების საგა - წიგნი 3" - 50% - იანი ფასდაკლებით!
10 ლარის ნაცვლად იხდით 5 ლარს!
ღირებულება
5 ლარი
10.00 ლ
დანაზოგი
5.00 ლ