ალექსანდრე დიუმა - "ქალი ხავერდის ყელსაბამით" - გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ალექსანდრე დიუმამ (უფროსი) „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ 1850 წელს დაწერა და მიუძღვნა თავის მეგობარს, მწერალ შარლ ნოდიეს, რომელიც 1844 წელს გარდაიცვალა. 


მთარგმნელი: ეკატერინე სუბათაშვილი
რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ისე იზიდავს ყველას, როგორც სინათლე ფარვანას. 
გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია. მეოცნებე ხელოვანს მთელი სამყარო ერთ დიდ თეატრად წარმოუდგენია, რომლის მთავარი სცენა სწორედ პარიზია. ზუსტად ამ ქალაქში მას დაუჯერებელი თავგადასავალი ელის. იგი ხან რეალურ, ხანაც ირეალურ სამყაროში აღმოჩნდება, მის გარშემო განვითარებული მოვლენები კი ხშირად ფანტასტიკურ ელფერს იძენს.
ნამდვილად არსებობს თუ ჰოფმანის წარმოსახვის ნაყოფია ხავერდისყელსაბამიანი ქალი? სინამდვილეში ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? რა ხდება გილიოტინასთან შუაღამის პარიზში? − ეს არის შეკითხვები, რომლებიც მუდამ ტრიალებს მკითხველის გონებაში. კითხვისას ნაწარმოებიც ზუსტად ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია რაღაც ზებუნებრივმა მოვლენამ იმ ირეალურ სამყაროში, საიდანაც თავის დაღწევა თან უნდა და თან - არა.

 

 

 

ალექსანდრე დიუმა - "ქალი ხავერდის ყელსაბამით" - გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში" 50% - იანი ფასდაკლებით!

13.90 ლარის ნაცვლად იხდით 6.95 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941474002
შეკვეთა

ღირებულება

6.95 ლარი

13.90 ლ

დანაზოგი

6.95 ლ

გაყიდულია 5
shipped
ნანახია 118-ჯერ