„ორიქსი და კრეიკი“ მარგარეტ ეტვუდის, „მხევლის წიგნის“ ავტორის კიდევ ერთი დისტოპიური შედევრია, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის საზარელ მომავალს წინასწარმეტყველებს.
სამყაროს აღსასრული დადგა. დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია დარჩენილი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამ დაღუპა კაცობრიობა: კორპორაციების სიხარბემ, მუდმივი სიცოცხლისა დაახალგაზრდობისკენ სწრაფვამ თუ ერთი გენიოსის ახირებამ? უკანასკნელმა ადამიანმა უნდა გაუძლოს შიმშილს, აუტანელ მარტოობასადა დამაყრუებელ სიჩუმეს, რათა მოგიყვეთ თავის მეგობარზე, კრეიკზე, რომელმაც ერთხელ თავი ღმერთად წარმოიდგინა და ორიქსზე, რომელიც ორივე მეგობარს სიგიჟემდე უყვარდა.
მარგარეტ ეტვუდის ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი. ეს უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია, ის, რაც მოხდება, თუ სამყარო განვითარების კურსს არ შეიცვლის.
გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას მარგარეტ ეტვუდის - „ორიქსი და კრეიკი“.
21.90 ლარის მაგივრად თქვენ იხდით 13.05 ლარს!
ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!
ღირებულება
10.95 ლარი
21.90 ლ
დანაზოგი
10.95 ლ