დიდი სახლის პატარა დიასახლისი
ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს – ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია – ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა... რომანის სიუჟეტი ეყრდნობა „სასიყვარულო სამკუთხედს“ – პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს.
მარტინ იდენი
მარტინ იდენი თავისი საუკუნის მსხვერპლია, ისევე როგორც ჯეკ ლონდონი. გროშებისთვის წერს გასართობ მოთხრობებს, პამფლეტებს, პოემებსაც კი. იძულებულია, დაახურდაოს და დააწვრილმანოს თავისი ნიჭი. მარტინ იდენს ჯეკ ლონდონივით აწუხებს რეალობა - როცა ინტელექტუალური, უშუალო, გულწრფელი შემოქმედი ბოროტი და ანგარებიანი მაღალი საზოგადოების პირისპირ მარტო რჩება, როცა სიყვარულიც ვერ ერევა ამ საზოგადოების ანგარებას.
ღირებულება
16.2 ლარი
18.00 ლ
დანაზოგი
1.80 ლ