ჯეკ კერუაკი - „დიდი სური“ და „მიწისქვეშელები“ - სერიიდან ”კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ჯეკ კერუაკი (1922–1969) ფრანგულ-კანადური წარმოშობის ამერიკელი მწერალი, პოეტი, ბიტ-თაობის (Beat Generation) წარმომადგენელი. წიგნში შესულია ავტორის ორი რომანი-შედევრი: „დიდი სური“ და „მიწისქვეშელები“.

„როდესაც ვინმე იკითხავს: „საიდან მოაქვს კერუაკს ეს ყველაფერი?“ – უპასუხეთ: „თქვენგან“. ის მთელი ღამე თვალდაუხუჭავად იწვა და გისმენდათ. ეს ღამე მრავალი წელი გრძელდებოდა. ის კი ყველგან ისმენდა – დედის მუცელში, აკვანში, სკოლაში, თქვენი ცხოვრების საფონდო ბირჟაზე, სადაც ოცნებებს ოქროზე ცვლიან...“ ჰენრი მილერი.

„კერუაკს (ნაწილობრივ სხვებსაც) დიდი გავლენა თუნდაც იმიტომ ექნებოდა, რომ სოციალისტებისა და არასოციალისტების „ქვეყნებს“ შორის რკინის ფარდის არსებობაზე მიუთითა თვით ამერიკაში“. ალენ გინზბერგი.

„კერუაკის ნაწარმოებები ამერიკისთვის სენსაცია იყო და მწერალი ბიტ-თაობის კერპად აღიარეს. „დაკარგული თაობის“ ხმა მთელმა ქვეყანამ გაიგონა. დაიბადა კიდევ ერთი სტერეოტიპი – ცხოვრება ბიტის რიტმში. ასეთ განსაზღვრებას კერუაკი არ ეთანხმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სწორედ ასე ცხოვრობდა“. ტიმოთი ლირი

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941216923
შეკვეთა

ღირებულება

12 ლარი

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 69-ჯერ