“50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” - ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. სხვადასხვა გამოკითხვის საშუალებით, მკითხველი ირჩევს 50 საუკეთესო წიგნს მსოფლიო ლიტერატურის საგანაძურიდან. საქართველოში "კვირის პალიტრის” ამ პროექტს მრავალი ათასი ადამიანი გამოეხმაურა. სწორად მათი დადგენილია იმ რჩეული წიგნების ნუსხა, რომელიც "პალიტრა მედიამ” რეალურ ბიბლიოთეკად აქცია.
მაინ რიდის “უთავო მხედარი” სათავგადასავლო რომანია, სადაც მოქმედება XIX საუკუნის 50 იანი წლების ტეხასის შტატში ვითარდება. ახალი ამერიკა, ინდიელთა ბრძოლა კოლონიზატორების წინააღმდეგ, სიყვარული და თავგანწირვა, თავისუფლება და ღირსება. ეს ზღაპარივით საკითხავი სინამდვილეა და ერთ- ერთი ყველაზე თავბრუდამხვევი სათავგადასავლო ისტორია, სადაც საბოლოო ჯამში სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს.
ღირებულება
12 ლარი