ედგარ ალან პო - "მოთხრობები" - ტომი 12 სერიიდან ”50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ” გამომცემლობისგან ”პალიტრა L"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

“50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” - ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. სხვადასხვა გამოკითხვის საშუალებით, მკითხველი ირჩევს 50 საუკეთესო წიგნს მსოფლიო ლიტერატურის საგანაძურიდან. საქართველოში "კვირის პალიტრის” ამ პროექტს  მრავალი ათასი ადამიანი გამოეხმაურა. სწორად მათი დადგენილია იმ რჩეული წიგნების ნუსხა, რომელიც "პალიტრა მედიამ” რეალურ ბიბლიოთეკად აქცია.

 

ფიოდორ დოსტოევსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, ედგარ პოს ნაწარმოებები "ყველაზე განსაკუთრებულ სინამდვილეს" წარმოაჩენს. ედგარ პო, შეიძლება ითქვას, სევდის, სიბნელისა და შემზარაობის "მომღერალია", მაგრამ ეს ყოველივე ხომ თვით ცხოვრებისეული რეალობიდან მოაქვს მწერალს. ამიტომაც ედგარ პო ყოველთვის პოპულარული იყო. გალაკტიონ ტაბიძემ ლექსები მიუძღვნა, ცისფერყანწელები მის სტროფებს იმეორებდნენ, მის ნაწარმოებებს თარგმნიდნენ... არანაკლებ ინტერესდება ედგარ პოს შემოქმედებით დღევანდელი მკითხველიც. საშინელებათა ამსახველი მისი მოთხრობები - "ერთი კასრი ამონტილედო", "სკუპ-სკუპო" - ადამიანურ სისასტიკეზე ჩაგვაფიქრებს. მის ნაწარმოებებში თანადროულობისადმი სატირული დამოკიდებულებაც ჩანს ("ეშმა სამრეკლოზე", "ეშმაკს თავზე ნუ დაენაძლევები"), სიყვარულისადმი "მორჩილებაც"("ელეონორა") და რწმენაც გადარჩენისა ("მთხრებლი და ქანქარა").წიგნში შესულია შემდეგი მოთხრობები: "ფერიის კუნძული", "კლდოვანი მთების ამბავი", "მალსტრემში დანთქმა", "სფინქსი", "ბოთლი ნაპოვნი ხელნაწერი", "ეიროსისა და ქარმიონეს გასაუბრება", "პაემანი", "ელეონორა", "მორელა", "ლიგეა", "მთხრებლი ა ქანქარა", "შავი აკტა", "გული–გამთქმელი", "ნაპარავი წერილი", "წინააღმდეგობრიობის ჭინკა", "ერთი კასრი ამონტილედო", "შენ ხარ კაცი იგი!", "სკუპ–სკუპო", "უილიამ უილსონი", "შეუცნობელის ანგელოზი", "ეშმა სამრეკლოზე", "ეშმაკს თავზე ნუ დაენიძლავები", "მისტიფიკაცია".

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 15 სმ
სიმაღლე 21 სმ
ყდა მაგარი + სუპერი
ISBN 9789941422645
შეკვეთა

ღირებულება

12 ლარი

გაყიდულია 1
shipped
ნანახია 295-ჯერ