“50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” - ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. სხვადასხვა გამოკითხვის საშუალებით, მკითხველი ირჩევს 50 საუკეთესო წიგნს მსოფლიო ლიტერატურის საგანაძურიდან. საქართველოში "კვირის პალიტრის” ამ პროექტს მრავალი ათასი ადამიანი გამოეხმაურა. სწორად მათი დადგენილია იმ რჩეული წიგნების ნუსხა, რომელიც "პალიტრა მედიამ” რეალურ ბიბლიოთეკად აქცია.
"დორიან გრეის პორტრეტი" პირველად 1890 წელს გამოქვეყნდა. რომანის მთავარი გმირი - დორიან გრეი, მარადიული სილამაზის სიმბოლოა, ისეთივე უჭკნობი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. დროის მსვლელობა დორიანის პორტრეტზე აღბეჭდავს კვალს, ხოლო თვით დორიანი უცვლელი და მარად ჭაბუკი რჩება.
ღირებულება
12 ლარი