განსაკუთრებული შეთავაზება! “50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” - სრული სერია ფასდაკლებით! შექმენი საკუთარი ბიბლიოთეკა მარტივად + ისარგებლე ადგილზე უფასო მიტანის სერვისით!

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

განსაკუთრებული შეთავაზება! “50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” - სრული სერია ფასდაკლებით - 590 ლარად 708 ლარის ნაცვლად + ადგილზე უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით!

 

შექმენი საკუთარი ბიბლიოთეკა მარტივად!

“50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” - ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. სხვადასხვა გამოკითხვის საშუალებით, მკითხველი ირჩევს 50 საუკეთესო წიგნს მსოფლიო ლიტერატურის საგანაძურიდან. საქართველოში "კვირის პალიტრის” ამ პროექტს  მრავალი ათასი ადამიანი გამოეხმაურა. სწორად მათი დადგენილია იმ რჩეული წიგნების ნუსხა, რომელიც "პალიტრა მედიამ” რეალურ ბიბლიოთეკად აქცია.

 

თინა ასა­თი­ა­ნი, "პა­ლიტ­რა L"-ის დი­რექ­ტო­რი:

ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას 2009 წლის ნო­ემ­ბერ­ში შე­ვუ­დე­ქით. გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და "კვი­რის პა­ლიტ­რის", "გზის" და სხვა ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში კი­თხვა­რე­ბის სა­ხით, რო­მელ­თაც ხალ­ხი ავ­სებ­და, ასე­ვე, ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტე­ბით და ფე­ის­ბუ­ქით, ეს 2010 წლის ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და. საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მო­კი­თხვე­ბი იყო, აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, მა­გა­ლი­თად, ტოლსტო­ის "ანა კა­რე­ნი­ნა" შე­სუ­ლი­ყო თუ "ომი და მშვი­დო­ბა". ყვე­ლა თა­ვის ფა­ვო­რიტს ასა­ხე­ლებ­და და სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ზე ხში­რად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ათე­უ­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, ეტა­პობ­რი­ვად ვაგ­რძე­ლებ­დით კვლე­ვას და ასე შე­ვად­გი­ნეთ ორ­მოც­და­ა­თი წიგ­ნი.

პრო­ექ­ტი 2010 წლის 8 ნო­ემ­ბერს, ბალ­ზა­კის "შაგ­რე­ნის ტყა­ვით" და­ი­წყო. ისე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იყო, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დით, ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა და "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, იმა­ვე ორ­შა­ბათს, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სრუ­ლად გა­ი­ყი­და პირ­ვე­ლი ტი­რა­ჟი, 15.000 ცალი წიგ­ნი. ეს წიგ­ნე­ბი უცხო­ეთ­ში იბეჭ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ქა­ღალ­დზე, მა­გარ ყდა­ში, მო­ოქ­რუ­ლი ლო­გო­ე­ბით და შე­მო­საკ­რა­ვით, სა­ინ­ტე­რე­სო გა­ფორ­მე­ბით. ორი კვი­რის შემ­დეგ, ჯეკ ლონ­დო­ნის "მარ­ტინ იდე­ნი" გა­მო­ვი­და. მე­სა­მე ტომი “ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი იყო”, სწო­რედ მე­სა­მე ტომ­თან ერ­თად გა­ვი­და ქსელ­ში პირ­ვე­ლი ტო­მის ახა­ლი ტი­რა­ჟი, რად­გან წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი დღი­დით­დღე მა­ტუ­ლობ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს მას­შტა­ბე­ბი იქამ­დე ავი­და, რომ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, 50 ათა­სი ან მეტი წიგ­ნი იყი­დე­ბო­და. სე­რი­ის ბო­ლომ­დე, ეს ინ­ტე­რე­სი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ეს დღემ­დე რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და როცა ამ გა­მოც­დი­ლე­ბას უცხო­ელ, დიდ გა­მომ­ცემ­ლებს _ გერ­მა­ნე­ლებს, ბრი­ტა­ნე­ლებს, იტა­ლი­ე­ლებს, ფრან­გებს ვუყ­ვე­ბით ხოლ­მე, ისი­ნიც გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლა­ვენ.. შე­იძ­ლე­ბა მათ ქვეყ­ნებ­ში 50 ათა­სი წიგ­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ყი­დოს, თუ ის მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რია, თუმ­ცა 1 კვი­რა­ში ასე­თი ტი­რა­ჟი ყვე­ლას­თვის ნამ­დვი­ლად გა­სა­ო­ცა­რი ფაქ­ტია დღემ­დე..

 

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 15 სმ
სიმაღლე 21 სმ
ყდა მაგარი + სუპერი
შეკვეთა

ღირებულება

590 ლარი

708.00 ლ

დანაზოგი

118.00 ლ

გაყიდულია 0
shipped
ნანახია 502-ჯერ