ჯეინ ოსტინი - "ამპარტავნობა და ამოჩემება“ - მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული შედევრის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის ახალი თარგმანი!

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

🔸 რატომ "ამპარტავნობა და ამოჩემება“ ?

"ჯეინ ოსტინს უყვარდა პოეტური სათაურები, ერთმანეთთან რითმაში, ალიტერაციაში, ასონანსში შესული სიტყვების გამოყენება, უმთავრესად, წყვილის... Pride and Prejudice ძალიან ლამაზი სათაურია ორი შესანიშნავი ტაქტი და ალიტერაცია, ფაქტობრივად, ლექსი. სინამდვილეში, ადრე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ეს არის ორი მთავარი მოქმედი პირის სახელი, ისევე, როგორც იყო "რომეო და ჯულიეტა", "ტრისტანი და იზოლდა".

რატომ არის ამპარტავანი მისტერ დარსი? იმიტომ, რომ ის არის მდიდარი და ძალიან მაღლა დგას სოციალურ კიბეზე. ქალი, რომელიც მოსწონს, არ არის მისი შესაფერისი სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ ახლობელია ემოციურად და ინტელექტუალურად. დარსი პირდაპირი კაცია და ეუბნება ამ ქალს, არ შემეფერებითო, რაც ცუდი მოსასმენია ქალისთვის. თავის მხრივ, ელიზაბეთ ბენეტსაც წინასწარ შექმნილი, აკვიატებული, ამოჩემებული აზრი აქვს დარსის შესახებ. იგი დარწმუნებულია, რომ დარსი არის ქედმაღალი, ცივი და უაზროდ ამპარტავანი ადამიანი. მაგრამ, ამავე დროს, ელიზაბეთ ბენეტი არის ქალი, რომელსაც მხოლოდ ამოჩემება კი არ შეუძლია, არამედ, როცა ხდება გარდატეხა, ახერხებს, დაამარცხოს თავისივე ამოჩემება და დაინახოს დარსი ისეთი, როგორიც იგი არის – კეთილშობილი, მართლა ძალიან ფაქიზი, სულ სხვა კაცი, რომელიც ამპარტავნობის ტყავშია გახვეული. ასე რომ, საბოლოოდ, ბენეტიც არ არის ამომჩემებელი ქალი. ის საკმაოდ ნაზი და დამყოლი არსებაა, რომელიც ასევე ერთგვარ მატყუარა გარსშია გახვეული.

"ამოჩემება", ალბათ, არ არის ყველაზე მოხდენილი და ლიტერატურისთვის საყვარელი სიტყვა. მაგრამ ის მაქსიმალურად ზუსტად გამოხატავს არსს. ამასთან, მთარგმნელმა შეძლო და ამ ფორმაში, ნაწილობრივ მაინც, ასახა ავტორის მისწრაფება ალიტერაციისაკენ, რომელიც ასეთი მკაფიოა დედნის სათაურში Pride and Prejudice - "ამპარტავნობა და ამოჩემება" ამ მხრივაც გაუმჯობესებული ვერსიაა და ეს არ არის პატარა ამბავი. რაც მთავარია, ამსათაურიან წიგნს რომ აიღებ, უკვე იცი, რაზეა ის... "

🔘 ლევან ბერძენიშვილი
🔘 ლიტერატორი

⭕️ მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
⭕️ ყდის დიზაინერი: სალომე საბანაძე

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14.5 სმ
სიმაღლე 21.5 სმ
გვერდების რაოდენობა 401
ყდა მაგარი
ISBN 9789941299315
შეკვეთა

ღირებულება

10.17 ლარი

16.95 ლ

დანაზოგი

6.78 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 9
shipped
ნანახია 626-ჯერ