სებასტიან ჟაპრიზო - "მკვლელი ზაფხული" - "არეტეს" გამომცემლობისგან!

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

"სებასტიან ჟაპრიზო ფსევდონიმია.
ჟან-ბატისტ როსი 1931 წელს მარსელში დაიბადა. წერა უკვე 17 წლისამ დაიწყო და მისი წიგნი "ცუდი დასაწყისი" თითქმის ერთდროულად გამოიცა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. 22 წლის ასაკში პირველმა თარგმნა ფრანგულად - არც მეტი და არც ნაკლები - სელინჯერის "Catcher in the rye". პარალელურად მუშაობდა სარეკლამო სააგენტოში.
გარდატეხა 1962 წელს მოხდა, როდესაც გამოვიდა წიგნი "კუპეს მკვლელობები". როსი დარწმუნებული არ იყო წარმატებაში, ამიტომ წიგნი ფსევდონიმით გამოსცა, თავისი სახელის ანაგრამით - ჟაპრიზო. შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. "კუპეს მკვლელობების" მიხედვით კოსტა-გავრასმა ფილმიც გადაიღო.
ამას მოჰყვა რამდენიმე წიგნი - ეკრანიზებული საუკეთესო რეჟისორების მიერ, საუკეთესო მსახიობების მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა "მკვლელი ზაფხული", სადაც მთავარი როლი შეასრულა იზაბელ აჯანიმ. ფილმმა რამდენიმე "სეზარი" მიიღო და "ოქროს პალმის რტოს" ნომინაციაზეც კი იყო წარდგენილი.

როგორც ჟაპრიზოს ყველა წიგნი, "მკვლელი ზაფხულიც" ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ისიც film noir-ის ელემენტებით არის გაჯერებული და მასაც სრულიად მოულოდნელი დასასრული აქვს.
თუმცა "მკვლელი ზაფხულის" სიუჟეტი მაინც განსხვავდება ჟაპრიზოს სხვა რომანების სიუჟეტებისგან. შეიძლება ანტიკური ტრაგედია მოგაგონოს, შეიძლება დოსტოევსკი..."

 

 

 

 

სებასტიან ჟაპრიზო - "მკვლელი ზაფხული" - "არეტეს" გამომცემლობისგან! (9789999405482) - 40% - იანი ფასდაკლებით!

13.90 ლარის ნაცვლად იხდით 8.35 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 15 სმ
სიმაღლე 22 სმ
გვერდების რაოდენობა 288
ყდა რბილი
ISBN 9789999405482
შეკვეთა

ღირებულება

8.35 ლარი

13.90 ლ

დანაზოგი

5.55 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 8
shipped
ნანახია 396-ჯერ