გამორჩეული თანამედროვე ამერიკელი მწერლის მერილინ რობინსონის პირველი რომანი ”მშობლიური კერა” ”პალიტრა L"-ისგან

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

მერილინ რობინსონი - ”მშობლიური კერა”

მერილინ რობინსონი თანამედროვე ამერიკული პროზისა და ზოგადად, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. დაიბადა 1943 წლის 26 ნოემბერს, სენდპოინტში (აშშ). 1977 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეში მას ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიენიჭა.წერა დაიწყო გვიან, დაახლოებით 40 წლისამ, თუმცა გამოქვეყნებულმა ოთხიოდე რომანმა და რამდენიმე ესეისტურმა კრებულმა მას არაერთი ლიტერატურული პრემია და საქვეყნო აღიარება მოუტანა.
”მშობლიური კერა” რობინსონის პირველი მხატვრული ნაწარმოებია, გამოცემული - 1980 წელს. ავტორი გვიყვება ამერიკულ ოჯახზე, რომლის სევდასა და იმედში თანამედროვე მსოფლიოს სევდა და სასოება ირეკლება. რუთისა და მისი დის, ლუსილის ისტორია სცილდება პატარა, მიყრუებული ამერიკული დაბის საზღვრებს , კონტინენტის საზღვრებსაც კი და უაღრესად მგრძნობიარე, ზოგადსაკაცობრიო ნიშნულამდე აღწევს. მწერალი, სათქმელის უკეთ გადმოსაცემად, ბიბლიურ ხატებსაც მოიხმობს და მკითხველისთვის გასაგები ხდება, რომ მშობლიური კერა, მისი მიტოვება თუ მისი დაკარგვა და უცხოობაში ხეტიალი ბიბლიური ედემის დაკარგვას ჰგავს და ადამისეულ ტკივილს უკავშირდება. თუმცა ”მშობლიური კერა”, ”ედემი” შეიძლება ადამიანმა თავის თავში ატაროს და გზა შინისკენ საკუთარ თავთან, შინაგან ედემთან მიბრუნებად აქციოს. ამ გზას, პირად გზას, ნებისმიერი ადამიანი ადრე თუ გვიან გაივლის. ამიტომ, ეს წიგნი ყველაზეა და ყველასთვისაა.

 

 

50% - იანი ფასდაკლება მერილინ რობინსონის წიგნზე - ”მშობლიური კერა”.

9 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 4.50 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941215322
შეკვეთა

ღირებულება

4.5 ლარი

9.00 ლ

დანაზოგი

4.50 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 1
shipped
ნანახია 115-ჯერ