მოსწავლის არჩევანი - ნოდარ დუმბაძე - "თეთრი ბაირაღები" - VIII-IX კლასიდან

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

სერია "მოსწავლის არჩევანი" გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს. წიგნები დაყოფილია 6 ჯგუფად კლასების მიხედვით, თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები...

 

საბჭოთა სისტემის, როგორც დახშული და უღმერთო სივრცის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ნოდარ დუმბაძის თეთრ ბაირაღებში ისეთ ადამიანურ პლასტებში ვლინდება, რომელიც არც სისტემას და არც მკითხველს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

ავტობიოგრაფიულ რომანში თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი, დრო და სივრცე დღემდე ცოცხალ მხატვრულ მეტაფორას ქმნის და თავის აქტუალობას არ კარგავს.

სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არა აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც კი შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს.

 

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 13.5 სმ
სიმაღლე 20 სმ
გვერდების რაოდენობა 240
ყდა რბილი
ISBN 9789941245282
შეკვეთა

ღირებულება

8 ლარი

რაოდენობა
გაყიდულია 1
shipped
ნანახია 134-ჯერ