ჯეიმს ბალარდი - "შეჯახება" - ბაკლურ სულაკაურის გამომცემლობისგან!

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ძნელად თუ მოიძებნება თანამედროვე ტექნიკის სხვა პროდუქტი, რომელიც ისეთივე აღფრთოვანებასა და ინტერესს გამოიწვევდა, როგორსაც ავტომობილი, თუმცა, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი იღუპება ავტოავარიების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი კი მილიონებს აღწევს. პარადოქსია, მაგრამ საავტომობილო ტრანსპორტის რეგულირებისა და ამ სასაკლაოს მსხვერპლთა რაოდენობის შემცირების ყოველი მცდელობა მუდმივად აწყდება მძლავრ და თითქმის ირაციონალურ წინააღმდეგობას. ეს რეალობაა. ამ რეალობაში ჩვენ ვცხოვრობთ. ამ რეალობას აღწერს სკანდალური მწერალი თავის წიგნში.

რაზეა ეს რომანი? აქ ბალარდი პარადოქსის გასაღებს გვთავაზობს. ავტორი თავად არის პერსონაჟიც, თუმცა ისტორია სულ სხვა ვინმეზე ფოკუსირდება - ტელემეცნიერ ვონზე, რომელიც საავტომობილო გზების ღამის კოშმარად ქცეულა: მას საოცარ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს საგზაო კატასტროფა და ოცნებობს, დაიღუპოს ავტოავარიაში ელიზაბეთ ტეილორთან ერთად. რომანი ფილმ „კოშმარების ანგელოზისა“ და არაერთი მუსიკალური კომპოზიციის შთაგონების წყარო გახდა, თუმცა მარტო ეს არაა - 25 წლით ადრე დაწერილი წიგნი პრინცესა დაიანას სიკვდილის ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა. წინასწარმეტყველურია, როგორიც მთლიანად ბალარდის სამეცნიერო-ფანტასტიკური შემოქმედება. „შეჯახება“ სასტიკი და საშიში რომანია, რომლის სახელწოდებაც ზუსტად ასახავს შინაარსს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა აღვიქვათ, როგორც გაფრთხილება: იმ თვალისმომჭრელი ეროტიკული მომავლის მიღმა, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად გვიტყუებს ტექნოლოგიური ლანდშაფტის საზღვრებისკენ, მხოლოდ უფსკრულია.

 

ჯეიმს ბალარდი - "შეჯახება" - ბაკლურ სულაკაურის გამომცემლობისგან 50% - იანი ფასდაკლებით!
14.90 ლარის ნაცვლად იხდით 7.45 ლარს!

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 13 სმ
სიმაღლე 19.5 სმ
გვერდების რაოდენობა 260
ყდა რბილი
ISBN 9789941239939
შეკვეთა

ღირებულება

7.45 ლარი

14.90 ლ

დანაზოგი

7.45 ლ

გაყიდულია 5
shipped
ნანახია 346-ჯერ