დენიელ ბუნ დეივისი ნიჭიერი გამომგონებელი, საკმაოდ წარმატებული ადამიანი და ბედნიერი კაცია. აქვს საყვარელი საქმე, ჰყავს საუკეთესო მეგობარი და ლამაზი შეყვარებული. ერთ დღესაც კი ყველაფერს დაკარგავს - ყველაზე მუხანათურ ღალატს საკუთარ თავზე იწვნევს. დენიელს აღარავინ რჩება, კატის - პეტრონიუსის გარდა... სწორედ მათი ცხოვრების ნანგრევებზე იწყება ყველაზე საინტერესო თავგადასავალი: ყველაფრის დავიწყება და ბედნიერების ძებნა, საიდუმლოს გამოაშკარავება, ცხოვრების მთავარი გამოცანების გამოცნობა, თავსატეხის ამოხსნა, დროის მანქანით დროში მოგზაურობა, ფანტასტიკური გამოგონებები და შეშლილი მეცნიერები...
ეს ზოგჯერ სევდიანი, ზოგჯერ კი საოცრად მხიარული წიგნი ერთი კარგი ადამიანის დანაკარგის, დიდი მეგობრობისა და სიყვარულის და...ყველაზე გიჟური გამოგონებების ისტორიაა.
რობერტ ჰაინლაინი - "კარი ზაფხულში" - წიგნი წარსულსა და მომავალზე, იმედგაცრუებასა და სიხარულზე, სირთულეების დაძლევაზე, დროში მოგზაურობაზე და შუა ზამთარში ზაფხულის ძებნაზე - 36% - იანი ფასდაკლებით გამომცემლობისგან ”წიგნები ბათუმში”
12.90 ლარის ნაცვლად იხდით 8.25 ლარს!
ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!
ღირებულება
8.25 ლარი
12.90 ლ
დანაზოგი
4.65 ლ