”მწვანეთითება ტისტუ” - იცით, რას ნიშნავს მწავნე თითები? წიგნი, რომელიც ადამიანებს წაკითხვისთანავე, მყისიერად აკეთილშობილებს - გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში”

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

მწვანეთითება ტისტუ - დიდ ფრანგ მწერალს, მორის დრიუონს, მთელი მსოფლიო იცნობს თავისი "დაწყევლილი მეფეებით", მაგრამ მას ერთი პატარა, კეთილი, სევდიანი საბავშვო წიგნიც აქვს დაწერილი - "მწვანეთითება ტისტუ". არიან წიგნები, რომლებიც ადამიანს მყისიერად, წაკითხვისთანავე აკეთილშობილებენ, უკეთესს ხდიან. "მწვანეთითება ტისტუც" სწორედ ასეთია - სიკეთით, მშვიდობითა და ჰუმანიზმით სავსე, პატარებისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი და ახსნილი ომი და მშვიდობა, სიკეთე და ბოროტება, სოციალური უთანასწორობა და ავადმყოფობა... ტისტუ პატარა, ძალიან ლამაზი ბიჭია, რომელიც ერთი ქალაქის გამორჩეულ ოჯახში დაიბადა, ულამაზესი და უმდიდრესი მშობლები ჰყავს, მამამისს წინაპართაგან გადმოცემული ქვემეხების ქარხანა აქვს. როცა ტისტუს სკოლაში წასვლის დრო დადგება, აღმოჩნდება, რომ ბიჭუნა ვერაფერს სწავლობს, გაკვეთილებზე სძინავს. სრულიად არა აქვს ახლი საგნების სწავლის ნიჭი, ამიტომაც გადაწყვეტენ, ხელსაქმე შეასწავლონ და მებაღეობით დააწყებინებენ. სწორედ მებაღეობის დროს აღმოაჩენს ტისტუ ერთ გასაოცარ ამბავს - მას მწვანე თითები ჰქონია. იცით, რას ნიშნავს მწვანე თითები? სადაც მწვანეთითება ადამიანი ხელს დაადებს, ყველგან ყვავილები და ხეები ამოჰყავს. იმ დღიდან ტისტუ ყვავილებით ებრძვის ავადმყოფობას, სიღარიბეს, დანაშაულს, სევდას და, რაც მთავარია, ომს. ბიჭუნა ქვემეხებში ყვავილებს ახარებს. წიგნს მოულოდნელი, დაუვიწყარი დასასრული აქვს, რომელიც მუდამ ემახსოვრებათ პატარებსაც და უფროსი ასაკის მკითხველსაც.
 
36% - იანი ფასდაკლება მორის დრიუონის საბავშვო წიგნზე ”მწვანეთითება ტისტუ” (გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში”)
 
5.90 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 3.77 ლარს! 
 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941941955
შეკვეთა

ღირებულება

3.77 ლარი

5.90 ლ

დანაზოგი

2.13 ლ

გაყიდულია 5
shipped
ნანახია 139-ჯერ