ორჰან ფამუქი - "ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

მთარგმნელი: ნანა ჯანაშია

ორჰან ფამუქი ცნობილი თანამედროვე თურქი მწერალია, რომლის წიგნები მსოფლიოს მრავალ ენაზე გამოიცემა. ის უამრავი ლიტერატურული პრემიის მფლობელია, მათ შორის, 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატიც ლიტერატურაში და, ამავე დროს, პირველი თურქია, ვინც ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

“ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” პირველად 1982 წელს გამოქვეყნდა და ორჰან ქემალისა (გამოჩენილი თურქი პროზაიკოსი) და “მილიეთის” (ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული გაზეთი) პრემიები დაიმსახურა საუკეთესო რომანისათვის. ამ რომანში ერთი ჩვეულებრივი თურქული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ფონზე ასახულია თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა. მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში იწყება და 70-იან წლებამდე გრძელდება, თუმცა წიგნში დასმული პრობლემები დღესაც აქტუალურია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი აღმოსავლური სამყაროსთვის.

ამ თვალსაზრისით “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” საინტერესო უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვისაც.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14.5 სმ
სიმაღლე 21.5 სმ
გვერდების რაოდენობა 120
ყდა რბილი
ISBN 9789941239236
შეკვეთა

ღირებულება

9.95 ლარი

19.90 ლ

დანაზოგი

9.95 ლ

გაყიდულია 10
shipped
ნანახია 377-ჯერ