პიკვიკის კლუბის ჩანაწერები (ინგლ. The Pickwick Papers) — ჩარლზ დიკენსის რომანი. მისი მთავარი მოქმედი გმირები არიან კლუბის დამაარსებელი პიკვიკი და მისი მეგობრები. ნაწარმოების გმირები მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან და არ უხდებათ არსებობსთვის ბრძოლა. მათ არ ახასიათებთ ეგოიზმი, მომხვეჭელობა და თვალთმაქცობა, სწორედ ამიტომ ისინი ცხოვრებაში ხშირად ცდებიან. იმ სამყაროში, სადაც სიცრუე და ორპირობა სუფევს, მათ პატიოსნებას სიბრიყვედ მიიჩნევენ.
ნაწარმოებში მთავარ გმირთა უიღბლო ფათერაკებთან ერთად ვხვდებით მხიარულებით აღსავსე ეპიზოდებსაც, რომლებიც აქარწყლებენ მძიმე განწყობილებას. წიგნში საბოლოოდ სიკეთე სძლევს ბოროტებას, სევდიანი სურათები ადგილს უთმობენ მხიარულ განწყობილებას. რომანი სავსეა იუმორითა და ოპტიმიზმით.
ჩემი რჩეული მსოფლიო - ჩარლზ დიკენსი - 1ტ - "პიკვიკის კლუბის ჩანაწერები - ნაწილი პირველი" - 50% - იანი ფასდაკლებით!
10 ლარის ნაცვლად იხდით 5 ლარს!
ღირებულება
5 ლარი
10.00 ლ
დანაზოგი
5.00 ლ