სერია „მოსწავლის არჩევანი“ გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს. წიგნები დაყოფილია კლასების მიხედვით.
XVII-XVIII ს.ს. ინგლისელი მწერლის დანიელ დეფოს ,,რობინზონ კრუზოს ცხოვრება და თავგადასავლები" მსოფლიო ლიტერატურის საგანძურთა სიაში დამსახურებულადაა შესული. მკვლევართა ვარაუდით, დეფომ წიგნს საფუძვლად შოტლანდიელი მეზღვაურის ალექსანდრ სელკირკის ისტორია დაუდო, თუმცა პროტოტიპისგან განსხვავებით, წიგნის მთავარი გმირი ახალგაზრდა მეზღვაური, კუნძულზე მოხვედრის შემდეგ, თავდაუზოგავი შრომისა და სიბეჯითის შედეგად ახერხებს დაიმორჩილოს ველური ბუნება და ფაქტიურად ,,ცარიელი ხელებით" და მშვენივრად იწყებს ცხოვრებას.
ღირებულება
6.97 ლარი
9.95 ლ
დანაზოგი
2.98 ლ