ყურადღება!
წიგნის ონლაინ ფესტივალის ფარგლებში შეძენილგამოცემებზე მოქმედებს მხოლოდ საკურიერო მოსახურების სერვისი!
შეძენილი წიგნების მიღება ეტაპობრივად დაიწყება 29 სექტემბრიდან!
________________________________________________________________________________________
📚 „იკითხე ქართული“ ახალი და უახლესი ქართული მწერლობის მხარდამჭერი პროექტია. ჩვენს გამომცემლობაში კარგა ხანია მომწიფდა აზრი, რომ დროა, მეტი ადგილი დავუთმოთ ჩვენს მუშაობაში სწორედ ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, რადგან ის ამას იმსახურებს - არის საინტერესო, მდიდარი, მრავალმხრივი, ხშირ შემთხვევაში - სრულიად ახლებური, ნოვატორული და, რაც მთავარია, მშობლიური. ქართველ მკითხველს აქვს საშუალება თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს ლიტერატურულ სიახლეებს მთელ მსოფლიოში და ეცნობოდეს მას ახალ-ახალი თარგმანების მეშვეობით. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია და დიდი მიღწევაა, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს ლიტერატურა, რომელიც, ცოტა არ იყოს, იჩაგრება, რადგან ერთგვარად იკარგება ამ აურაცხელი სიახლის ტალღაში. ეს ჩვენი, ქართული მწერლობაა, ქართველი ავტორები არიან. მათი ნაწილი სისტემატურად გამოიცემა და თითქმის ყოველთვის მოიძებნება წიგნის თაროებზე, მაგრამ არიან ისეთი ავტორებიც, რომელთა წიგნები მხოლოდ ბუკინისტებთანღაა შემორჩენილი. არადა, მათი შემოქმედება იმსახურებს, რომ ჰყავდეს მკითხველი, და მკითხველიც იმსახურებს, რომ მიუწვდებოდეს ხელი იმ დიდ სიმდიდრეზე, რომელსაც ახალი ქართული ლიტერატურა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, მკითხველი კმაყოფილი დარჩება ამ შეთავაზებით და დიდ სიამოვნებას მიიღებს ამ ლიტერატურასთან ხელახალი თუ პირველი შეხვედრით." - მაია ალუდაური
ღირებულება
9.72 ლარი
14.95 ლ
დანაზოგი
5.23 ლ