სერიიდან "უკვდავი ბიბლიოთეკა" მიგელ ოტერო სილვას "როცა მეტირება, არ ვტირი" - გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„როცა მეტირება, არ ვტირი“ მიგელ ოტერო სილვას შედევრად და ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად არის მიჩნეული. ნაწარმოებში მოვლენები ქვეყნის ისტორიის არეულ პერიოდში ვითარდება და იმდროინდელი ვენესუელის სოციალურ-პოლიტიკური ქაოსით, გაურკვევლობითა და ცვლილებებით არის გაჟღენთილი. მიგელ ოტერო სილვას რომანის სამივე გმირი ერთ დღეს დაიბადა, სამივეს ვიქტორინო დაარქვეს და განგებამაც სამივეს საერთო ბედისწერა არგუნა. მაგრამ ბედისწერისკენ მიმავალი გზა ყველასთვის განსხვავებული გამოდგა, ისევე როგორც მათი ცხოვრება და გამოწვევები, თუმცა ნებსით თუ უნებლიეთ სამივე ჯიუტად მიუყვება მას.

სამი ვიქტორინოს ცხოვრებას ავტორი პარალელურ რეჟიმში ოსტატურად აღწერს და მკითხველიც მათთან ერთად გადის ცხოვრების გზას, მათთან ერთად განიცდის, უხარია, იძაბება და შვებას გრძნობს. განვლილი ცხოვრების ბოლოს კი მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც რომ ეტირათ, რა მოხდებოდა, მათ დედებს მაინც რომ ეტირათ ერთხელ?

 

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14 სმ
სიმაღლე 20 სმ
გვერდების რაოდენობა 216
ყდა მაგარი
ISBN 9789941474422
შეკვეთა

ღირებულება

9 ლარი

14.90 ლ

დანაზოგი

5.90 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 4
shipped
ნანახია 156-ჯერ