"ხიდი ტერაბითიაში" - მომაჯადოებელი, კეთილი და სევდიანი ისტორია. წიგნი, რომელშიც ყველა ადამიანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

"ხიდი ტერაბითიაში" - მომაჯადოებელი, კეთილი და სევდიანი ისტორიაა ორი მოზარდის მეგობრობის შესახებ.
ჯესი ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც სკოლა დიდად გულზე არ ეხატება, არც კლასელები გიჟდებიან მასზე. შინაც პრობლემები აქვს - გესლიანი დები, მუდმივი გაჭირვებისა და შრომისგან დღლილი დედ-მამა, სახლის საქმეები... ერთ დღეს ბიჭის ნაცრისფერ ყოველდღიურობაში მისი ახალი კლასელი - ლესლი შემოდის - უცნაურად ჩაცმული, უცნაურ რამეებზე მოსაუბრე გოგო, რომელსაც ყველა აითვალწუნებს, ჯესი კი დაუმეგობრდება. ლესლი ძალიან ჭკვიანია და საოცარი ფანტაზიით გამოირჩევა. ის ჯადოსნურ სამეფოს - ტერაბითიას გამოიგონებს, ჯესის და საკუთარ თავს კი მეფე- დედოფლად გამოაცხადებს. ამ გამოგონილ, საოცარ ქვეყანაში ბავშვები თავიანთი უღიმღამო ყოველდღიურობისგან აფარებენ თავს. ტერაბითიაში არ არიან გაბრაზებული მასწავლებლები, დამცინავი კლასელები, აგრესიული უფროსკლასელები, არც მამები რომლებიც შვილებს სცემენ, არც ბავშვები, რომლებიც განსხვავებულობას დასცინიან... 

"ხიდი ტერაბითიაში" განსაკუთრებით საყვარელი წიგნი იმიტომაა, რომ აქ აღწერილი ამბები, რაღაც ფორმით, მეტად თუ ნაკლებად - ყველა მოზარდის ცხოვრებაში მომხდარა. ბევრი რამაა მტკივნეულად ნაცნობი - ამ ბავშვების სევდაცა და სიახრულიც. არა აქვს მნიშვნელობა, ხატვა გეხერხბოდათ თუ არა, ძალიან მაგრად სწავლობდით, თუ არა, კლასელები დაგცინოდნნ, თუ არა - ამ წიგნში ყველა ადამიანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.
წიგნის მიხედვით პოპულარული საბავშვო ფლმია გადაღებული.
 
 
 
 
 
ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
სიგანე 13 სმ
სიმაღლე 19.5 სმ
გვერდების რაოდენობა 156
ყდა რბილი
ISBN 9789941941948
შეკვეთა

ღირებულება

7.5 ლარი

12.90 ლ

დანაზოგი

5.40 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 2
shipped
ნანახია 96-ჯერ