წარმოგიდგენთ კასანდრა კლერის ახალ სერია "ჯოჯოხეთური მექანიზმების" პირველ წიგნს "მექანიკური ანგელოზი". "სასიკვდილო იარაღების" სერიის მოყვარულებისთვის ეს სამყარო უცხო არ იქნება, თუმცა თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის ნაცვლად, მკითხველი მეცხრამეტე საუკუნის ვიქტორიანულ ბრიტანეთში გადაინაცვლებს.
"დემონი აფეთქდა და იქაურობა მისი სისხლითა და შიგნეულობით მოისვარა. უილიამ ჰერონდეილი მთელი ძალით დაეჯაჯგურა და ხანჯლის ამოძრობას შეეცადა, მაგრამ დააგვიანდა. დემონის სისხლის მომწამვლელმა მჟავამ იარაღის ლაპლაპა პირი სანახევროდ შეჭამა. უილიამმა შეიკურთხა და იარაღი გადააგდო. ის მყრალ გუბეში ჩავარდა და, ანთებული ასანთის დარად, კვამლი აუშვა. დემონი, რა თქმა უნდა, გაქრა. უკან დაუბრუნდა თავის ჯოჯოხეთურ სამყაროს."
ღირებულება
10 ლარი
22.90 ლ
დანაზოგი
12.90 ლ