„მე ის მიყვარდა“ მეტად უცნაური რომანია თავისი ლიტერატურული მინიმალიზმით - მთელი წიგნი დიალოგებით გამხელილი შიშები, ღალატი, ტკივილი, იმედგაცრუება, გაუცხოება და სასოწარკვეთაა. ახალგაზრდა ქლოე ქმარმა მიატოვა და მწუხარებისგან განადგურებული, სიმშვიდეს ვერ პოულობს. მხოლოდ ერთ საღამოს, ვახშმობისას თავის მამამთილთან - პიერთან საუბრისას შეძლებს თავის ტრაგედიას შეხედოს მეორე მხრიდან და დაფიქრდეს, თუ რას შეიძლება გრძნობდეს მოღალატე ქმარი.
ცნობილი ფრანგი მწერლის ანა გავალდას უჩვეულოდ გულახდილი რომანი „მე ის მიყვარდა“ განსაკუთრებით საინტერესო და ემოციურია, რადგან ეს წიგნი 2002 წელს სწორედ ავტორის ქმართან განშორების შემდეგ გამოიცა და ნახევად ავტობიოგრაფიულია.
"მაშინაც კი, როცა ჩუმად ვართ, როცა ერთმანეთს არ ვეხებით, ან სულაც, როცა სხვადასხვა ოთახებში ვართ, არ მბეზრდება. არასდროს მბეზრდება. ალბათ, იმიტომ, რომ გენდობი, შენც და შენს ფიქრებსაც. გესმის რასაც გეუბნები? ყველაფერი მიყვარს შენში, რასაც ვხედავ და რასაც ვერ ვხედავ. თუმცა ყველა შენი ნაკლი ვიცი. მაგრამ იცი რა? მე მგონია, რომ შენი უარყოფითი მხარეები ჩემს ღირსებებს მშვენივრად ავსებენ. შიშებიც კი სრულიად განსხვავებული გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი დემონები თავს ერთად მშვენივრად გრძნობენ! შენ უკეთესი ხარ, ვიდრე გინდა, რომ ჩანდე, მე კი – პირიქით."
ღირებულება
8 ლარი
12.90 ლ
დანაზოგი
4.90 ლ