ალაფეა ბერკი - "კონკიას მკვლელობა" - სერიიდან ”წიგნები, რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს” (Top თრილერი)

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

სკანდალური სატელევიზიო შოუ „ეჭვქვეშ“ დიდი ხნის წინანდელ გაუხსნელ დანაშაულებს ეძღვნება. პროგრამის ავტორი, ჟურნალისტი ლორი მორენი, მორიგი გადაცემისთვის შეარჩევს ტრაგედიას, რომელმაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა: ოცი წლის წინათ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის მახლობლად პარკში, სტუდენტი გოგონა, სიუზენ დემფსი მოკლეს. იმ საბედისწერო საღამოს გოგონა იმ რეჟისორთან აპირებდა შეხვედრას, რომელმაც თავის მომავალ ფილმში როლი შესთავაზა, მაგრამ ამის ნაცვლად, მკვლელს შეხვდა. სიუზენმა გაქცევა სცადა, მაგრამ მდევარმა აჯობა… როდესაც მეორე დღეს მოკლული გოგონა იპოვეს, მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ჟურნალისტებმა ამ საქმეს „კონკიას მკვლელობა“ შეარქვეს. ვინ მოკლა კონკია? რისთვის? რატომ აღმოჩნდა მისი მანქანა დანაშაულის ადგილიდან შორს? ვის სჭირდებოდა მისი სიკვდილი?! ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს! მაგრამ, რა იცის ლორი მორენმა, რომ საზოგადოებისთვის ამ საქმის შეხსენებით იმ ოთახის კარი გამოაღო, სადაც სიკვდილია დამალული!..

მერი ჰიგინს კლარკი 34 დეტექტიური რომანისა და მოთხრობების 3 კრებულის ავტორია. მხოლოდ აშშ-ში მისი წიგნების 100 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. სხვა პრესტიჟულ ჯილდოებთან ერთად, 1980 წლის პულიცერის პრემიის მფლობელია. 2000 წელს კი ედგარ პოს სახელობის დაჯილდოებაზე მისტიკური ჟანრის საუკეთესო მწერლად დასახელდა. ალაფეა ბერკი ასევე NYT-ის ბესტსელერი რომანების ავტორია. ის ყოფილი პროკურორია. ამჟამად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სისხლის სამართალს ასწავლის. „კონკიას მკვლელობა“, მათი ერთობლივი ნაწარმოებია. თრილერმა მალევე მიიპყრო მკითხველის ყურადღება და მსოფლიო ბესტსელერთა სათავეში მოექცა.

 

"კონკიას მკვლელობა" - სერიიდან ”წიგნები, რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს” (Top თრილერი) 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 15.5 სმ
სიმაღლე 22 სმ
გვერდების რაოდენობა 330
ყდა რბილი
ISBN 9789941241864
შეკვეთა

ღირებულება

6.95 ლარი

13.99 ლ

დანაზოგი

7.04 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 5
shipped
ნანახია 204-ჯერ