სერია „მოსწავლის არჩევანი“ გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს. წიგნები დაყოფილია კლასების მიხედვით.
მოლა ნასრედინი გახლავთ XIII საუკუნის ფოლკლორული პერსონაჟი, ისლამური აღმოსავლური კულტურის გამორჩეული სახალხო სატირული სუფი ფილოსოფოსი, რომელიც ცნობილი იყო მისი სასაცილო ისტორიებითა და ანეკდოტებით. მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა რუმის სასულთნოში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, (სავარაუდოდ 1208 –1284)
ნასრედინის თქმულებები ხშირად იუმორისტული და აღმზრდელობითი ხასიათისაა.
მისი დაბადების თუ გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. ამიტომ არსებობდა თუ არა რეალურად ეს პერსონაჟი დღესაც გაურკვეველია.
სხვადასხვა აღმოსავლურ კულტურაში იგი ასევე ცნობილია როგორც „მოლა ნასრედინი“, „ხოჯა ნასრედინი“ ან „ეფენდი“.
ღირებულება
5.97 ლარი
9.95 ლ
დანაზოგი
3.98 ლ