ამ ჯადოსნურ კოლოფში ფერადი წიგნები დევს, ფერად წიგნებში კი - ბებოს ფარდაგივით ჭრელ-ჭრელი ამბები და მათი გმირები, - ქორბუდა ირემი, ეშმაკი მელაკუდა , ერთგული წიქარა, მონადირე და ცაში მობოინე ამაყი არწივი, მოხერხებული ნაცარქექია, დევების რისხვა - იახსარი, ამირანი, დევებს რომ შეება - ქართული შოთივით გემრიელად საკნაწუნო ზღაპრები. აბა, მოემზადეთ, თქვენთან ყველაზე დიდი და ყველაზე კეთილი მეზღაპრე მოსულა, ჩაუმუხლავს და ხურჯინი დაუბერტყავს. ჰოდა, ნელ-ნელა, დაგემოვნებით ამოარჩიეთ და წაიკითხეთ...
ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ვერაფერი იძლევა იმ უზარმაზარ სიბრძნეს ბავშვებისთვის, როგორც ქართული ზღაპრები! მათ შეუძლით დიდი კვალის დატოვება პატარა ასაკშივე.
”ქართული ხალხური ზღაპრები” - 3 წიგნად - გამომცემლობისგან ”პალიტრა L"
ღირებულება
25 ლარი
40.00 ლ
დანაზოგი
15.00 ლ