“პორტალი” გამომცემლობა პალიტრა L-ის სერიაა, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობთ. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში.
ესაა საჩუქარი – მკითხველს მკითხველისაგან.
„ჰურინის შვილები“ ჯონ რონალდ რუენ ტოლკინის საოცარი ძალის ნაწარმოებია. ორმა ადამიანმა ლამის მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მას. 26 წლის მწერალმა 1918-ში დაიწყო რომანზე მუშაობა. 81 წლისა ისე გარდაიცვალა, არ დაუსრულებია. ხელნაწერების, ჩანახატების, რუკების მთები დაუტოვა შვილს, კრისტოფერ ტოლკინს, რომელმაც წლები მოანდომა ნაწერებში გარკვევას, რედაქტირებას, ამბების შეკოწიწებას, სიუჟეტების რეკონსტრუქციას და, ბოლოს და ბოლოს, გააცოცხლა შორეული მიწებისა და სამყაროს შუქ-ჩრდილები. და აი, თქვენ წინაშეა ლეგენდა ელფებზე, ადამიანებსა და დრაკონზე, ამბავი მეფე ჰურინსა და მის ვაჟზე, დაწყევლილ ტურინ ტურამბარზე, რომელსაც ბედმა არგუნა, დაეღუპა ყველა, ვისაც შეიყვარებდა. თქვენ წინაშეა დიდი თავგანწირვისა და დიდი მწუხარების ამბავი.
"ჰურინის შვილები" - ლეგენდა ელფებზე, ადამიანებსა და დრაკონზე, ამბავი მეფე ჰურინსა და მის ვაჟზე - "პალიტრა L" - ის ახალ სერია "პორტალში" -
ღირებულება
11.86 ლარი
16.95 ლ
დანაზოგი
5.09 ლ