"დიდი ქართველები" – საინტერესოდ ილუსტრირებული ორტომეულია ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. მშობლებო, თუკი თქვენი პატარა ჯერ გამართულად ვერ კითხულობს, შეგიძლიათ დაეხმაროთ და მათთან ერთად გადაავლოთ თვალი იმ ადამიანების ცხოვრებას, ვის სახელსაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორები იყვნენ ბავშვობაში ჩვენი სახელოვანი მეფეები და პოეტები, მეცნიერები და მუსიკოსები, სპორტსმენები და მსახიობები, თურმე ისინიც ცელქობდნენ, ჭირვეულობდნენ რაღაცის ეშინოდათ რაღაც სწყინდათ და უხაროდათ...
ცხადია, მაშინ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათ ბიოგრაფიას 21 – ე საუკუნის ბავშვები წაიკითხავდნენ, ისევე როგორც თქვენს შვილებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ წლების შემდეგ შეიძლება ისინიც, ისეთივე გამოჩენილი ადამიანები დადგნენ, როგორც ამ წიგნის გმირები. არადა, გამორიცხული არაფერია.
ხშირად გმირობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი.
"დიდი ქართველები" დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით გადადგათ ეს ნაბიჯი.
შეთავაზებაში შედის გამომცემლობა "პალიტრა L" - ის წიგნი, "დიდი ქართველები - ტომი 1", 40 % - იანი ფასდაკლებით.
25 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 14.99 ლარს.
ღირებულება
12.95 ლარი
24.95 ლ
დანაზოგი
12.00 ლ