ვალენტინობის დღე - ლეგენდა წმინდა ვალენტინზე.

ვალენტინობის დღე - ლეგენდა წმინდა ვალენტინზე.

                                                                    ლეგენდა წმინდა ვალენტინზე.

 

ვალენტინობის დღის ისტორია - და მისი მფარველი ანგელოზის ისტორია- საიდუმლოებებით არის მოცული. ჩვენ ვიცით, რომ თებერვალი დიდი ხანია აღინიშნება, როგორც სიყვარულისა და რომანტიკის თვე და ასევე წმინდა ვალენტინის დღე. დღესდღეობით, როგორც ვიცით, ვალენტინობის დღე შეიცავს, როგორც ქრისტიანულ, ისევე ძველი რომაული ტრადიციების ნარჩენებს. ისმის კითხვა, ვინ იყო ნამდვილი წმინდა ვალენტინი, რომელიც გახდა ვალენტინობის დღის შთაგონების წყარო?

 

14 თებერვალს, როდესაც ჩვენს საყვარელ ადამიანებს შოკოლადებს, სპეციალურ სადილებს ან სასიყვარულო ბარათებს ვჩუქნით, ამას ვაკეთებთ წმინდა ვალენტინის სახელით. მაგრამ ვინ იყო რომანტიკის ეს წმინდანი?

წმინდა ვალენტითან დაკავშირებით არსებობს უამრავი ისტორია. ერთ-ერთი ისტორია ასეთია: ერთი ვინმე წმინდა ვალენტინი იყო რომაელი მღვდელი, რომელიც მესა საუკუნეში ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ ატარებდა საიდუმლო ქორწილებს. როდესაც წმინდა ვალენტინი დიდგვაროვანთა სახლში ტყვეობაში იმყოფებოდა, მან მათი ბრმა ქალიშვილი განკურნა, რის გამოც მთელმა ოჯახმა მიიღო ქრისტიანობა. ამის შემდეგ, სანამ წმინდა ვალენტინს აწამებდნენ და თავს მოჰკვეთდნენ, მან გოგონას გაუზავნა ბარათი, რომელსაც ეწერა “შენი ვალენტინი“.

ასევე ზოგიერთ ცნობაში ნათქვამია, რომ იმავე პერიოდში კიდევ ერთი წმინდანი, სახელად ვალენტინი, იყო ტერნის (ქალაქი იტალიაში, უმბრიის რეგიონში. ქალაქი მდებარეობს მდინარე ნერას დაბლობზე.)  ეპისკოპოსი, რომელსაც ასევე მიეწერება საიდუმლო ქორწილები და წამება 14 თებერვალს თავის მოკვეთის გზით.

 

სამწუხაროდ, ყველას, ვინც დღესასწაულის მოწესრიგებული, რომანტიკული ისტორიის იმედი აქვს, მეცნიერები, რომლებმაც შეისწავლეს მისი წარმოშობა, ამბობენ, რომ ამ ცნობებს ძალიან მცირე საფუძველი აქვს. სინამდვილეში, ვალენტინობის დღე მხოლოდ გვიან შუა საუკუნეებში დაუკავშირდა  სიყვარულს, ინგლისელი პოეტის ჯეფრი ჩოსერის წყალობით.

 

 

ვალენტინი პოპულარული სახელი იყო ძველ რომში და ამ სახელით სულ მცირე 50 ამბავია სხვადასხვა წმინდანის შესახებ. ფორბსმა განაცხადა, რომ 14 თებერვლის ორი ვალენტინის შესახებ შემორჩენილი ადრეული ცნობები, რომლებიც 500 – იანი წლებიდან იყო დაწერილი, ძალიან ბევრ საერთო აქვს. ამბობდნენ, რომ ორივემ პატიმრობის დროს განკურნა გოგონა, რამაც გამოიწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით რელიგიური მოქცევა და ისინი სიკვდილით დასაჯეს წლის იმავე დღეს და დაკრძალეს იმავე მაგისტრალზე.

"ორი ამბავი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, ეპისკოპოსი და მღვდელი, ისინი იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ ეჭვი მეპარება", - ამბობს ბრიუს ფორბსი, აიოვას მორნინგსაიდის კოლეჯის რელიგიური კვლევების პროფესორი.

 

ისტორიული მტკიცებულებები იმდენად სქემატურია, რომ გაუგებარია, დაიწყო თუ არა ამბავი ერთი წმინდანისგან, რომელიც შემდეგ გახდა ორი, ან თუ ერთი კაცის ბიოგრაფებმა მეორისგან ისესხეს დეტალები, ან საერთოდ როდისმე არსებობდა.

 

 

ველენტინობის დღესაც, საუკეთესო საჩუქარი თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის არის წიგნი, რომელიც შეგიძლიათ დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ ჩვენს ვებ გვერდზე. 

აქციების სანახავად ეწვიეთ ბმულს : https://bit.ly/2Z7m9l2