ინდოელი მწერალი და ფილოსოფოსი - ოშო

ინდოელი მწერალი და ფილოსოფოსი - ოშო

ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი (გური) - ჩანდრა მოჰან ჯაინი, ასევე ცნობილი როგორც „ოშო“ დაიბადა ინდოეთის ერთ პატარა სოფელში, ქსოვილებით მოვაჭრის ოჯახში, 1931 წლის 11 დეკემბერს. შვიდ წლამდე ის იზრდებოდა ბებია-ბაბუასთან. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, 14 წლის ასაკიდან, ის აქტიურად იწყებს მედიტაციებს და ცხოვრების არსის ძიებას.

1957 წელს წარმატებით დაასრულა უმაღლესი სასწავლებელი, მიიღო მაგისტრის წოდება, შემდეგ კი პროფესორის წოდებაც კი მიიღო.

უკვე 60-იანი წლებიდან აქტიურად იწყებს ინდოეთის მასშტაბით მოგზაურობას და ქადაგებას. მის გარშემო, ეზოთერული მოძღვრების მიმდევარმა ბევრმა ინტელექტულმა მოიყარა თავი. იყვნენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: მუსიკოსები, მწერლები ასევე მხატვრებიც. ისინი ოშოს მოძღვრებას შემდგომში იყენებდნენ თავიანთ შემოქმედებაში. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო მისი მოძღვრების ინდოეთის ფარგლებს გარეთ სწრაფად გავცელებას. ამ პერიოდიდან ის მოღვაწეობას აგრძელებს, როგორც ბჰაგვან შრი რაჯნიში, რაც „უფალ რაჯნიშს“ ნიშნავს.

 80-იან წლებში რაჯიშს ლექციის კითხვისას ფანატიკოსი ინდუისტი თავს დაესხა და დანით დაჭრა. ოპერაციისთვის მას ამერიკაში მოუწია გადასვლა, ამ პერიოდიდან რაჯნიშმა თავის თავს ოშო (ოკეანისებური) უწოდა. ამ დროს ოშოს მიმდევრებმა ორეგონში იყიდეს მიწა და დაარსეს აშრამი, ადგილი განმარტოებისთვის. ძალიან მალე ეს ადგილი დაემსგავსა მცირე ტიპის ქალაქს, რამაც ამერიკის ხელისუფლება საგონებელში ჩააგდო. ამას თან ერთვოდა მისი პირადი მდივნის სამსახურიდან წასვლა, რამაც მთელი რიგი არაკანონიერი საქმინობები გაამჟღავნა. ოშო დააპატიმრეს და ამერიკიდან გააძევეს. ამ დროიდან იწყება მისი იძულებითი მოგზაურებობები, რადგან მისი მიღება არცერთ ქვეყანას აღარ სურდა. შვიდი თვის განმავლობაში ოშომ გამოიცვალა ცამეტი ქვეყანა, აქედან ათმა ქვეყანამ მის მიღებაზე საერთოდ უარი განაცხადა.  

ის ამბობს: „მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ“. იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა: „პოროსფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება“. ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს : „ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსოფრმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჯს ახალი დაბადებისკენ“. ოშო ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამინური ყოფის ყველანაირ ასპექტზე: მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე. იგი მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი ავტორია: 650 წიგნი, რომელიც მსოფლიოს 55 ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დღემდე ფუნქციონირებს ოშოს სამედიტაციო ცენტრები. ოშომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა სადაც ის ატარებდა ე.წ. საუბრებს, იგი თავის სწავლებას ეძახდა საუბარს, რადგან სიტყვა ლექცია მკაცრ დირექტიულ გამიჯვნას გულისხმობს ლექტორსა და მსმენელებს შორის, ოშომ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას მიუძღვნა.

 

ოშოს საინტერესო ცხვორებამ და გამოცდილებამ გახადა მისი შემოქმედება ასეთი ღრმა და საინტერესო. მისი შემოქმედებიდან სამ საინტერესო წიგნს გთავაზობთ რიდერსლენდი დიდი ფასდაკლებით. ესენია :

"ცარიელი ნავი", - https://bit.ly/3vAwepz

"მდოგვის მარცვალი" - https://bit.ly/3bZXMNv

"სიცოცხლე და სიკვდილი". - https://bit.ly/3bXOi5j