დიდი გასეირნება ხელოვნების ისტორიაში

დიდი გასეირნება ხელოვნების ისტორიაში

მოგესალმებით, მკითხველებო და ხელოვნების წარმომადგენლებო. დღეს მინდა, გესაუბროთ ისეთ ეპოქალურ წინგზე, რომელსაც შეუძლია სრულიად დილეტანტსაც, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა, გაუძღვეს ხელოვნების გრძელ და მშვენიერ გზაზე.

 

ეს არის 1950 წელს გამოცემული ე. ჰ. გომბრიხის "ხელოვნების ამბავი",სადაც ვეცნობით ხელოვნების ისტორიის კვლევას უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე. წიგნი ფართოდ განიხილება, როგორც კრიტიკული ნაშრომი, ასევე ვიზუალური ხელოვნების ერთ – ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი შესავალი.

 

გამომდინარე ხელოვნების მრავალფეროვნებიდან, წიგნი არის  მცირე გამოკვლევა ხელოვნების ისტორიის შესახებ, მღვიმეების ნახატებიდან და პრიმიტიული ქანდაკებებიდან დაწყებული, თანამედროვე არქიტექტურით და პოპ-არტით დამთავრებული.

 

დასაწყისშივე იგრძნობა ავტორის  ენა და დამოკიდებულება მკითხველების მიმართ. მას სურს, რომ ხელოვნების მაძიებლები გაეცნონ არა ზოგად ცნობებს ხელოვნებაზე და ამით დაკმაყოფილდნენ, არამედ, მას ასევე სურს, რომ ყველა, ვინც მხარს აუბამს საკუთარი ინტერესი, აზრი გაუჩნდეს და თავად დაიწყოს ფიქრი მხატვრობის თუ სხვა ნიმუშების რაობაზე.

 

ყოველთვის მსგავს შემეცნებით წიგნებში არის საფრთხე, რომ მასალა იქნება მეტად ტრაფარეტული, აკადემიური სტილით დაწერილი და ცოტა მოსაწყენიც, თუმცა ამ შემთხვევაში გომბრიხი მეტად ირგებს მხატვრულად მოსაუბრე გიდის როლს, პირდაპირ კონტაქტს ამყარებს მკითხველთან და მიუძღვება მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში უდიდესი ნამუშევრების დასათვალიერებლად, რაც როგორც ავტორს და ასევე მოტივს, გავეცნოთ ხელოვნების ნიმუშებს ადამიანის განვითარების გზაზე, მეტად მომხივლელს ხდის.

 

მართალია, უკვე გამოცდილი ხელოვნებათმცოდნეები მას დასავლური კულტურის მიკერძოებაში და სხვების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ, თუმცა ყველა თანხმდება, რომ გომბრიხმა შექმნა ყველაზე დიდი მხატვრული წიგნი, რომელიც არის დიდი გასეირნება ხელოვნების ისტორიაში, გამორჩეული ვიზუალური მასალის სიმრავლით.

 

საბოლოო ჯამში ეს არის წიგნი, რომლის 28 თავი ემსახურება მკითხველის შემეცნებას არამარტო ხელოვნების შესახებ, არამედ ზოგადად ადამიანის განვითარების შესახებ, რამდენადაც ამ განვითარების აღსაწერად გომბრიხს უწევს ისეთი ფაქტების მოყვანაც, რომელიც ეყრდნობა გეოგრაფიულ და სოციალურ ფაქტორებს, შესაბამისად ნაშრომი, რომელიც მკითხველს პირველივე გვერდებიდან თვალს წყვეტს, თავისი ვიზუალური წყაროების სიმრავლით თუ უბრალოდ ავტორის კეთილი დამოკიდებულებით, სხვა გზას არ გიტოვებთ, გახდეთ მეტად გათვიცნობიერებულები სამყაროს რაობაში, როგორც კულტურულ/გეოგრაფიული ფენომენის და გაიღრმავოთ ფანტაზიის უნარიც.


ლუკრეციუს სიჭინავა.