მზიანი გვერდები

მზიანი გვერდები

ზაფხული უკვე კარგად გათვიცნობიერებულად შემოიჭრა ჩენს ყოველდღიურობაში და მიუახლოვდა ყველაზე საინტერესო ფაზას, როცა ყველანი სკოლას, უნივერსიტეტს, სამსახურებს დროებით ვეცლებით და მცირე თავისუფალი დროის კარგად გამოყენებას ვცდილობთ. ზოგი ზღვაზე მიდის, ზოგი მთაში, სოფელში ან თუნდაც მარტო რჩება ძველ სამყოფელში. ამ მრავალ
სურათს, რომელიც ზაფხულთან და არდადეგებთან ერთად წარმომიდგა, ამშვენებს მცირე საერთო დეტალი. ეს არის მდელოში, ქვიშაზე, შეზლონგზე და მაგიდაზე შემოდებული მხატვრული ლიტერატურა, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს უფრო საინტერესოს და ფერადს ხდის.

სწორი წიგნის მოძებნა, რომელიც მკითხველს ინტერესს გაუღვივებს და გარემოს
შესაბამისად მის ყოველდღიურობას შეავსებას, როგორც წელიწადის ნებისმიერ
დროს, ისე ზაფხულშიც საკმაოდ რთულია და არასწორად შერჩეულმა შეიძლება
საერთოდაც ინტერესის ნაკლებობა გამოიწვიოს წიგნების მიმართ.

ზოგი მკითხველი მეგობრების რჩევას უჯერებს, ზოგი სოციალურ ქსელებს, ზოგი
უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით არჩევს საკითხავ ლიტერატურას.

ჩვენ კი ამ რთული პროცესის გამარტივებას შევეცადეთ და დავწყეთ კამპანია
„მზიანი გვერდები“, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორშაბათ დღეს გაგიზიარებთ
ხუთ სხვადასხვა ჟანრის გამორჩეულ წიგნს განსხვავებული მკითხველისთვის,
რომელიც იქნება როგორც ქართული ასევე უცხოური ნაწარმოებები და
სპეციალურად შერჩეული მზიანი დღეების მეტად გასაფერადებლად.

მოკლედ,დაელოდეთ ჩვენს ბლოგებს ყოველ ორშაბათს ახალი წიგნებით და
ჩვენთან ერთად გაატარეთ წლის ყველაზე სასიამოვნო დრო წიგნების სამყაროში.