“50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” - ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. სხვადასხვა გამოკითხვის საშუალებით, მკითხველი ირჩევს 50 საუკეთესო წიგნს მსოფლიო ლიტერატურის საგანაძურიდან. საქართველოში "კვირის პალიტრის” ამ პროექტს მრავალი ათასი ადამიანი გამოეხმაურა. სწორად მათი დადგენილია იმ რჩეული წიგნების ნუსხა, რომელიც "პალიტრა მედიამ” რეალურ ბიბლიოთეკად აქცია.
ერიხ მარია რემარკის ეპოქალური რომანი - „ტრიუმფალური თაღი“... თაღი იმ ადამიანთა თავზემოთ, რომელთაც ათასგვარი განსაცდელის მიუხედავად მაინც შეუძლიათ სიყვარული. რავიკის და ჟოან მადუს საბედისწერო სიყვარული.. ჟოანი, რომელიც სინათლეა მთავარი გმირის, ექიმი რავიკიკისთვის და რავიკი, რომელმაც "ერთი ადამიანი შეიყვარა და დაკარგა, მეორე შეიძულა და მოკლა. ორივემ თავისუფლება მიანიჭა. ერთმა მისი გრძნობა ააგიზგიზა, მეორემ წარსულის ხსოვნის ცეცხლი ჩაუქრო. სისრულეში რომ არ მოეყვანოს, ისეთი აღარაფერი დარჩენია."
ღირებულება
12 ლარი