📚 პალიტრა L-ის სერია ,,იკითხე კლასიკა’’ საუკეთესო შეთავაზებაა მათთვის ვისაც უყვარს კლასიკოსი მწერლები და სურს საკუთარი ბიბლიოთეკა, საყვარელი ავტორების განახლებული წიგნებით გაამდიდროს.
🔸 სერიაში შესულია წიგნები, რომლებმაც დროისა და თაობების ცვლილებებს გაუძლეს, დარჩნენ მუდამ თანამედროვედ და რომელთა კითხვაც უბრალოდ ბედნიერებაა
„შაგრენის ტყავის" იდეა ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც - დაპირისპირება სურვილსა და შესაძლებლობას, რეალურსა და წარმოსახულს შორის. ამ წინააღმდეგობას რაფაელ დე ვალენტინი შაგრენის ტყავის თილისმით ებრძვის. შაგრენის თილისმამ რაფაელში გააღვიძა სატანა, რომელიც მზად არის, მთელ კაცობრიობაზე იძიოსს შური. რაფაელი სიღარიბემ, გამდიდრების დაუოკებელმა ჟინმა, ლამაზ ქალებსა და უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებამ მიიყვანა ეშმაკის საკურთხეველთან.
ღირებულება
11.95 ლარი