"პის ცხოვრება" - იან მარტელის ბესტსელერი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

 

 

„პის ცხოვრება“ კანადელი მწერლის, იან მარტელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. წიგნი დაუჯერებელი სიუჟეტით იპყრობს ყურადღებას: წყნარ ოკეანეში გემის ჩაძირვას გადარჩენილი 16 წლის ინდოელი ბიჭი ბენგალურ ვეფხვთან ერთად მაშველ ნავზე აღმოჩნდება. აქედან იწყება ხანგრძლივი და მღელვარე თავგადასავალი, რწმენის, მეცნიერული ცოდნის, იუმორისა და გაბედულების საინტერესო ნაზავი, რომელსაც მოულოდნელი დასასრული აქვს. 2002 წელს ცნობილი ბრიტანული ლიტერატურული პრემია „მენ ბუკერის“ ჟიურიმ „პის ცხოვრებას“ საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის ტიტული მიანიჭა. სერია „კინობიბლიოთეკა“ იმ წიგნებს მოიცავს, რომელთა ეკრანიზაციებმაც დიდ წარმატებას მიაღწია. 

 

იან მარტელის რომანის მიხედვით ამერიკელმა რეჟისორმა ენგ ლიმ მხატვრული ფილმი გადაიღო. 2013 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალზე „პის ცხოვრება“ 4 „ოსკარით“ დააჯილდოეს.

 

წიგნის შეძენა ჩვენ საიტზე შეგიძლიათ 50% - იანი ფასდაკლებით.

14.90 ლარის მაგივრად თქვენ იხდით 7.50 ლარს!

 

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941233173
შეკვეთა

ღირებულება

7.45 ლარი

14.90 ლ

დანაზოგი

7.45 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 7
shipped
ნანახია 121-ჯერ