სერიიდან "TOP თრილერი"
"მკვდრები არ ლაპარაკობენ, არ ვიცი, რატომ, სამაგიეროდ სწრაფი კვების რესტორნის მზარეულს ეცხადებიან". გაიცანით ოდ თომასი, თავმდაბალი ახალგაზრდა, დინ კუნცის ბრწყინვალე ბესტსელერის გმირი, სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მდგომი გალანტური გუშაგი, რომელიც თქვენს გულს დაატყვევებს.
სულთან ყოველი შეხვედრა ნადირობის დასაწყისია - სულს თომასი შურის საძიებლად მიჰყავს მათთან, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ან მათ დასახმარებლად, ვისაც ამქვეყნად ცხოვრების დრო ჯერ არ ამოსწურვია. თომასის საოცარი ნიჭის შესახებ მხოლოდ მეგობრებმა და საყვარელმა გოგონამ, სთორმი ლეველინმა იციან. სწორედ მათი დახმარებით ააცილებს ის დიდ უბედურებას უდაბნოს შუაგულში მოქცეულ პატარა ქალაქს.
ხოლო საბედისწერო საათების აღწერა, - როცა წარსული და აწმყო, იღბალი და ბედისწერა ერთმანეთს გადაკვეთენ, - ეს თავისებური აღთქმაა, რომლის მიხედვით ცხოვრება დაუვიწყარ ზღაპარში მოგზაურობას ნიშნავს.
”უცნაური თომასი” - სერიიდან ”წიგნები, რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს” (Top თრილერი) 50% - იანი ფასდაკლებით
ღირებულება
13 ლარი