გახდი ბესტსელერის ავტორი - "შემოვალ ეტლით"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ლაკონიური აბზაცები, აჩქარებულრიტმიანი, ზუსტი თხრობა, უჩვეულოდ მძაფრი ამბის საპირისპიროდ – ირონიული სტილი, სიმსუბუქითა და სისხარტით შეზავებული დრამატიზმი. მკითხველს უსაგნო სენტიმენტალიზმი კი არ ეძალება, მთავარი გმირის განსაცდელი კი არ თრგუნავს, პირიქით, გულშემატკივრობს ენერგიულ და მშფოთვარე ბორგვას, შემართებასა და ვნებებს ქალისა, რომელიც „შემოდის ეტლით”, თუმცა არა _ ზღაპრულით. უფრო ზუსტად, მკითხველი უგულშემატკივრებს გმირს, რომლის ყოველი ნაბიჯი არის შეუპოვარი ბრძოლა სიცოცხლისთვის, სიყვარულისა და ბედნიერებისთვის და რომელიც, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ცდილობს სრულად შეიგრძნოს ცხოვრება... თუმცა, ბრძოლიდან გამოსული, ერთი შეხედვით, დამცირებული და უარყოფილი, უკვე სხვა თვალით შეხედავს რეალობას, თავისი გზით რომ მიედინება, მას კი ყოველდღიურობასთან ჭიდილში ბევრი რამ ასწავლა და ღირსებით აღავსო.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ავტორი შორენა ხუხუა
ენა ქართული
ყდა რბილი
ISBN 9789941322433
შეკვეთა

ღირებულება

7.95 ლარი

11.95 ლ

დანაზოგი

4.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 6
shipped
ნანახია 158-ჯერ